დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა 23.01.2021 17:15

იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებისთვის მსჯავრდებულ გიორგი რურუას მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა. აქცია, რომელსაც პერფორმანსის სახე ჰქონდა, სიმბოლურად იმ ადგილზე გამართა, სადაც რურუა დააკავეს. აქციის მონაწილეებს საბჭოთა მილიციის ფორმა ეცვათ, რითაც მათივე მტკიცებით, დღევანდელ სისტემას ასახიერებდნენ.

 

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

2020 წლის 30 ივლისს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშვედ ცნო და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ