დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საინფორმაციო ბიულეტენი ირანის შესახებ 23.01.2021 18:27

ირანი - ზესახელმწიფოთა მხარდამხარ კოსმოსში

 

მსოფლიო კოსმოსური კლუბის 92 ქვეყნიდან მხოლოდ 10 ქვეყანას შეუძლია თანამგზავრების გაშვება და რომელთა შორის არის ირანი. გასული წლის აპრილის ბოლოს ირანმა წარმატებით გაუშვა პირველი მრავალფუნქციური თანამგზავრი ნოური. აღნიშნული თანამგზავრის გაშვება მოხდა სამსაფეხურიანი გამშვებით, რომელიც მხოლოდ ზესახელმწიფოებს გააჩნიათ. ომიდი, ზაფარი, მესბა, სინა, ნაჰიდი, რასადი და ა.შ. ის სატელიტებია, რომლებიც ან უკვე გაშვებულია და ან კიდევ იგეგმება მათი გაშვება.

https://t.me/farsna

 

 

ირანში ექსპლოატაციაში შევიდა სამი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტი


ირანში ექსპლოატაციაში შევიდა სამი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროექტი, რომელთა შორისაა თურქულის (საქონლის ვირუსული დაავადება) და ფრინველის გრიპის ვაქცინის წარმოება ალბორზის პროვინციაში, მრავალმხრივი სამრეწველო გამა გამოსხივების სისტემა ჩარჰამაჰალ და ბახტიარის პროვინციაში და ინოვაციური ქარხნები ფარსისა და ხორასან რაზავის პროვინციებში. აღნიშნული პროექტების ინვესტიციების მოცულობამ 18 მილიონი დოლარი შეადგინა. პროექტების გახსნის ღონისძიებას დაესწრო ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი.

https://tn.ai/2427880 

 

მეტალურგიულ კომპლექს Mobarakeh Steel– ში ფოლადის წარმოება 11%–ით გაიზარდა

 

ისპაჰანის მეტალურგიული კომპლექსის Mobarakeh Steel-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, დირექტორმა განაცხადა, რომ აღნიშნული კომპლექსის მიერ 2019 წლის მეორე კვარტალიდან წლის ბოლომდე 4 მილიონ 895 ათასი ტონა ფოლადის სლაბი იქნა წარმოებული, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტლიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი წარმოება 11% -ით გაიზარდა და 5 მილიონ 456 ათასი ტონა შეადგინა.

https://t.me/Tasnimnews 

 

ირანში ყოველდღიურად 35 მილიონი სამედიცინო ნიღბების იწარმოება


პანდემიის პირველ დღეებში, ირანში სამედიცინო ნიღბების ყოველდღიური წარმოების მოცულობა დაახლოებით 120 ათასი იყო, მაგრამ დღეისათვის წარმოების მოცულობამ 35 მილიონს მიაღწია .

https://t.me/farsna

 

პირველი ციფრული ლაბორატორია ირანში

 

ირანში ამოქმედდა პირველი ციფრული წარმოების ლაბორატორია, რაც წარმოადგენს ელექტრონული ინდუსტრიის სფეროში თვითკმარობისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ფაბლაბი არის ციფრული წარმოების განვითარებისა და კვლევის ლაბორატორია, რომელიც საჭიროა თანამედროვე და მაღალი ტექნოლოგიების შესაქმნელად.

https://t.me/farsna 

 

ირანი მსოფლიოში მაღალი სიმძლავრის ლაზერების მწარმოებელ ხუთეულს შეუერთდა

 

ისპაჰანის მეტალურგიული კომპლექსის Mobarakeh Steel-ის მხარდაჭერითა და ინვესტიციით, ირანის ისლამური რესპუბლიკა შეუერთდა მაღალი სიმძლავრის ლაზერების მწარმოებელთა ხუთეულს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ევროპას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ირანი მაღალი სიმძლავრის ლაზერების მწარმოებელი გახდებოდა.

https://www.mojnews.com/fa/tiny/news-360292

 

ირანში დაიწყო 300 მილიმეტრიანი სისქის ფოლადის სლაბის წარმოება

 

ირანში პირველად დაიწყო 300 მილიმეტრიანი სისქის ფოლადის სლაბის წარმოება უწყვეტი ჩამოსხმის მეთოდით. აღნისნული მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ისპაჰანის მეტალურგიული კომპლექსის Mobarakeh Steel-ის სპეციალისტების ძალისხმევით, ჩამოსხმის ხაზი 250 მილიმეტრიდან 300 მილიმეტრამდე გაიზარდა.

https://www.ilna.news/fa/tiny/news-1022400

 

ავტომანქანის 100 იმპორტირებული ნაწილი ამიერიდან ირანში დამზადდება

 

გაერთიანება "ირან ხოდროს" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ავტომანქანებისათვის საჭირო 100 ნაწილი, რომელიც დღემდე საზღვარგარეთიდან შედიოდა ირანში, ამიერიდან ირანში დამზადდება.

www.irna.ir/news/84185941/

 

ირანში 50 ათასი ერთეული ავტომობილი Tara გაიყიდება

 

გაერთიანება Iran Khodro-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტის მიწურულს ირანის ბაზარზე გამოჩნდება ახალი ავტომობილი Tara. მან აღნიშნულ ავტომანქანას ირანელი ინჟინრების შემოქმედებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ძალისხმევის ნაყოფი უწოდა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან ავტობაზარზე გამოჩნდება 50 ათასი ერთეული ავტომანქანა.

https://www.isna.ir/news/99102014906/

 

 


კორონას ვაქცინის წარმოების 12 პროექტი ირანში / პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა მარტის შუა რიცხვებამდე დასრულდება

 

კორონასთან ბრძოლის ეროვნული შტაბის სამეცნიერო კომიტეტის მდივანი:

 

იმედია, პირველი ვაქცინის კლინიკური კვლევა მარტის მეორე ნახევრამდე დასრულდება და გაზაფხულის შემდეგ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდება. ირანული ვაქცინის წარმოების 12 პროექტიდან ერთმა კლინიკური კვლევის პირველ ფაზას, მიაღწია, ხოლო 3 პროექტი კი ელოდება ეთიკის კომიტეტის ნებართვას კლინიკური კვლევების დასაწყებად.

 

საცდელ ვაქცინაციას ამ დრომდე არ მოჰყოლია რაიმე გართულება, რაც გახდებოდა ვაქცინაციის პროცესის შეჩერების მიზეზი.

https://www.isna.ir/news/99102418549

 

 

შეღავათიან სავაჭრო რეჟიმში მოქცეული ირანული პროდუქციის ექსპორტის ზრდა ევრაზიაში

 

2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე ირანის სავაჭრო მოცულობამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სულ ხუთი წევრ ქვეყანასთან 3 მილიარდ 419 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (3 მილიარდი 161 მილიონი დოლარი) 8% -ით არის გაზრდილი.

http://fna.ir/f1y9f0

 

 

თეირანში გაიხსნა წიგნის ვირტუალური გამოფენა


2021 წლის 20-25 იანვარს თეირანში გაიმართება წიგნების ვირტუალური გამოფენა. ამასთან დაკავშირებით ამოქმედდა სპეციალური საიტი: tehranbookfair.ir

www.irna.ir/news/84178670 /

 

ზახაროვა: ზარიფი 26 იანვარს მოსკოვს ეწვევა

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ერთობლივი სამოქმედო გეგმის შეთანხმების შესახებ სასაუბროდ, 26 იანვარს მოსკოვს ეწვევა.

https://www.isna.ir/news/99102619489 /

 

რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების სწავლება ჩაატარა

 

გუშაგთა კორპუსის სამხედრო სწავლება სახელწოდებით „დიდი წინასწარმეტყველი-15“, სადაც საჰაერო ძალებმა სარაკეტო და უპილოტო აპარატების კომბინირებული ოპერაციები ჩაატარეს, ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მოიერიშე დრონები ყველა მხრიდან თავს დაესხნენ წარმოსახვითი მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო ფარს და სრულად გაანადგურეს სამიზნეები, კორპუსის ახალი თაობის „ზულფაკარის“, ზალზალის“ და „დეზფულის“ ტიპის ბალისტიკურმა რაკეტებმა მასობრივად მიიტანეს იერიში ამოცნობილ სამიზნეებზე და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის წარმოსახვით ბაზას. „დიდი წინასწარმეტყველი-15“-ის სწავლების მეორე, დასკვნით ეტაპზე, სხვადასხვა ტიპის დიდი სიშორის ბალისტიკური რაკეტები 1800 კმ მანძილზე წარმატებით მოხვდა და გაანადგურა სწავლების სამიზნეები ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.

https://tn.ai/2433135

 

 

 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ახალი ძლიერება-ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამიზნის ამოცნობასა და დამიზნებაში

 

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა წინასწარმეტყველის მე-15 სწავლების პირველ ეტაპად პირობითი მტრის სიძლიერეზე და თავდაცვის ობიექტებზე თავდასხმის სიმულაციური ოპერაცია დაასახელა და განაცხადა: ”ახალი სარაკეტო შესაძლებლობებისა და დრონების ოპერაციების კომბინაციითა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებით, ახალი ძლიერება შეემატა გუშაგთა კორპუსს.

https://www.isna.ir/news/99102619528/

 

 

საერთაშორისო მედია გუშაგთა კორპუსის სარაკეტო წვრთნების შესახებ

 

BBC: სარაკეტო და უპილოტო სისტემების სიძლიერე ირანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რაკეტების მახასიათებლებზე საუბრისას, BBCის ექსპერტმა ხაზი გაუსვა ირანის მნიშვნელოვან პროგრესს სარაკეტო ინდუსტრიაში და განაცხადა, რომ სარაკეტო და უპილოტო ავიაცია ირანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია. გაზეთი „იერუსალემ პოსტი“ აღიარებს რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბალისტიკური რაკეტების წერტილოვანი დარტყმების სიზუსტეს, სამხედრო წვრთნების „დიდი წინასწარმეტყველი-15“ დროს, და აღნიშნავს, რომ „ეს წვრთნები აშშ-ის, სიონისტური რეჟიმისა და არაბული ქვეყნების მიმართ სიგნალს წარმოადგენს“. „ფოქს ნიუზი“ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მიერ გამართული სწავლების დროს ირანის მიერ გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთში ამერიკული ავიამზიდის და ასევე, სავაჭრო გემის სიახლოვეს.

 

https://www.foxnews.com/world/iranian-missiles-100-miles-nimitz-strike-group-indian-ocean

https://b2n.ir/573963

http://fna.ir/f1ygkp

 

ალი აქბარ სალეჰი: ამერიკისადმი ჩვენი უნდობლობა ფაქტებს ემყარება

 

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ განაცხადა: „ჩვენ ვერ მივიღებთ ვერანაირ პირობას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. თუ ამერიკელებს სურთ, დაბრუნდნენ, ერთობლივი სამოქმედო გეგმის შესახებ შეთანხმება უცვლელია; ის ისეთივეა, როგორც ადრე. თუ ისინი იტყვიან, რომ სანქციების მოხსნის შესახებ განაცხადებენ, ჩვენც გავაკეთებთ განცხადებას, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს. ეს უკვე აღარ არის ის, რაც იყო; სხვაგვარად რომ ვთქვათ, განცხადება განცხადების საპირწონედ, მოქმედება - მოქმედების“.

http://fna.ir/f1ygz8

 

 

ზარიფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს: ეს თქვენ ქმნით დესტაბილიზაციას ჩვენს რეგიონში

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე თავის ფრანგ კოლეგას მიმართა: ძვირფასო კოლეგავ, თქვენ თქვენი კარიერა მთავრობაში, საუდელი სამხედრო დამნაშავეებისთვის იარაღის მიყიდვით დაიწყეთ; შეწყვიტეთ ირანთან დაკავშირებით უაზრო განცხადებების გაკეთება. შეგახსენებთ რეალობას: ეს „თქვენ“ ქმნით ჩვენს რეგიონში დესტაბილიზაციას. შეწყვიტეთ დამნაშავეთა დაცვა, რომლებიც ნაკუწებად აქცევენ ყველას, ვინც მათ აკრიტიკებს და სწორედ თქვენს მიერ შექმნილ იარაღს იყენებენ იემენში ბავშვების დასახოცად.

http://www.isna.ir/news/99102820722

 

ზარიფის რეაქცია რეგიონში მყოფ ამერიკულ ბომბდამშენებზე

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსა ამერიკული B52H ბომბდამშენების ფოტო სპარსეთის ყურის რეგიონში, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტისადმი წერილი დაურთო. წერილში ნათქვამია: თუ თქვენი B-52H-ის ყოფნის და პატრულირების მიზანს ირანის დაშინება ან გაფრთხილება წარმოადგენს, აჯობებდა, ეს მილიარდობით დოლარი თქვენი გადასახადის გადამხდელთა ჯანმრთელობაზე დაგეხარჯათ. მართალია, 200 წელზე მეტია, ჩვენ ომი არ დაგვიწყია, თუმცა აგრესორების განადგურებას არ ვერიდებით; ამის შესახებ თქვენს საუკეთესო მეგობრებს ჰკითხეთ, რომლებიც სადამს უჭერდნენ მხარს.

https://twitter.com/JZarif

 

ზარიფის ოფიციალური ტურნე კავკასიის ქვეყნებში

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, მომავალ კვირას რუსეთს და კავკასიის სამ ქვეყანას ეწვევა. ”თუ ღმერთმა ინება, მომავალ კვირას ყველა გეგმა კარგად წარიმართა და ჩვენი კორონატესტიც კარგი იქნება, ვგეგმავ კავკასიასა და რუსეთში გამგზავრებას. ამ დროისათვის განსაზღვრულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთში, სომხეთსა და საქართველოში ვიზიტის თარიღები" აღნიშნა მან. . მისივე თქმით, საუბრები ასევე მიმდინარეობს თურქეთის წარმომადგენლებთან. "გასულ ღამეს კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან”, – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ სურს, იმ ქვეყნებს ეწვიოს, რომელთაც შეუძლიათ, ერთად იმუშაონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ხელშეწყობისთვის.

 

http://pana.ir/news/1156381

 

ირანის ღირშესანიშნაობები: შუშთარის წყლის კომპლექსი 

 

 

შუშთარის ისტორიული წყლის კომპლექსი მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ 13 ისტორიულ ძეგლს, მათ შორის ხიდებს, კაშხლებს, წისქვილებს, ჩანჩქერებს, ხელით გაყვანილ არხებს და წყლის მასიურ სადინარ გვირაბებს, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ. ისინი აშენდა აქემენიანთა და სასანიანთა დინასტიების შუა პერიოდში წყლის რესურსების მაქსიმალური ექსპლოატაციის მიზნით . ცნობილი ფრანგი არქეოლოგი ქალბატონი ჟან დიელაფუა თავის მოგზაურობის წიგნში ამ ტერიტორიას ყველაზე დიდ სამრეწველო კომპლექსად მიიჩნევს ინდუსტრიულ რევოლუციამდე ეპოქამდე. ეს 13 ისტორიული ძეგლი ერთმანეთისგან მცირე მანძილითაა დაშორებული და ქალაქ შუშტარში მდებარეობს. შუშთარის ისტორიული წყლის სისტემა მეათე ირანული ძეგლია, რომელიც 1315 ნომრით რეგისტრირებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ