დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მირდატ ქამადაძის განცხადებით, თავზე ნაგვის დაყრა გამოხატვის თავისუფლებაა 23.01.2021 18:49

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე ეხმაურება ბათუმში მომხდარ ინციდენტს და აცხადებს, რომ პროტესტის მსგავი ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება:

 

„ეს ჯდება გამოხატვის ფორმებში. უკიდურესია, შესაძლოა, ვიღაცას ესთეტიურად არ მოსწონდეს, მეც არ მომეწონა რაც ვნახე. თუმცა, თუ ამის გამო, რომელიმე უწყებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს, ეს არის შევიწროვება ადამიანების“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის ბულვარში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ