დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე - New Europe-ი 23.01.2021 19:15

მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა უნდა ეძებონ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში, ქართველი მილიარდერის სახით, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ:

 

 

„2012 წლიდან მოყოლებული ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ბოლო პერიოდში - ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს. მისმა პარტიამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში. მიუხედავად მისი ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის. მას შეეძლო თავისი მმართველობის წლობით გახანგრძლივება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. გარდა ძალაუფლების დათმობისა, მან თავისი ქონების 90% გამოყო ქველმოქმედებისთვის, რითაც უარი თქვა მილიარდერის სტატუსზე და მასთან დაკავშირებულ ავტორიტეტზე. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა - „სინათლის ქალაქი გორაკზე“ წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული შთაგონების წყაროს. დღეს კი ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის უმჯობესია, არ მიაქციონ ყურადღება აშშ-ის მილიარდერ პრეზიდენტს, რომელიც უარს ამბობს თეთრის ახლიდან გამოსვლაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ - და, ამის ნაცვლად, ეძებონ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში, კერძოდ ქართველი მილიარდერის სახით, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ.

ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ ევროპაში წარმოქმნილ დემოკრატიებს, იქნება ეს ფინანსური, საგანმანათლებლო თუ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა, რომელიც უნდა გაგრძელდეს და უეჭველად გაგრძელდება კიდეც. მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელია თავად ამ ქვეყნებში ლიდერობის ჩამოყალიბება. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე, რომელიც იძლევა კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განაცხადის შეტანის კუთხით“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ