დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ირაკლი ჩავლეიშვილი - ლევან ვარშალომიძე და სხვები ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ 23.01.2021 19:29

უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტზე, როცა ნაცმოძრაობის აქტივისტებმა მას თავზე ნაგავი გადააყარეს, პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს:

 

 

„ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება. მე მაშინაც ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ. ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ. მე საჯარო პირი ვარ და მთელი ცხოვრებაა, გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ის, რაც დღეს მოხდა, ღმერთმა შეუნდოს. ამას როგორმე გადავიტან, მაგრამ ქვეყანა ვერ გადაიტანს. ალბათ განსჯის საკითხი გახდება საზოგადოებაში. თუ ადამიანს პატივს არ ვცემთ, ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, ვერც ნატოში შევალთ და ვერც ევროკავშირში. ეს მაგონებს 20-30 იან წლებს, როდესაც ბოლშევიკები ეკლესიებს არბევდნენ. ერთმა გამოიტანა ხატი და ფეხებით შედგა - „ნახეთ, რამე თუ მიქნას ხატმაო". მღვდელმა უთხრა, ამაზე მეტი რა უნდა გიქნას, გაგაგიჟა შენ საწყალოო. ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, ჩვენ ასეთი სახელმწიფო ნამდვილად არ გვინდა.

ის, რაც ხდება და ამ ახალგაზრდებს აგულიანებთ, ამაზე ცხადია პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს მინდა მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს საქციელი დაგმეს. მთელი ცხოვრება საფრთხეში ვცხოვრობ. 20 წლის ვიყავი, როცა პირველ აქციაზე გამოვედი და მას შემდეგ ამ საფრთხეებით ვცხოვრობ. არ მრცხვენია არაფრის, ეს მათ უნდა შერცხვეთ, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. მე ამ ქალაქში მიღვაწია, საქმეები მიკეთებია და ამას საზოგადოება შეაფასებს“, - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ