დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

გიორგი შაქარაშვილის დედა - ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ აქ სხედხართ ახლა! 23.01.2021 21:15

უცხო ხალხი მწერს დღემდე, ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ აქ სხედხართ ახლა,- ასე მიმართა გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაკითხვის დროს დარბაზში მყოფ ბრალდებულებს. ამის შესახებ აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, გარდაცვლილის დედამ მოსამართლეს მიმართა და ბრალდებულების უმკაცრესი წესით დასჯა მოსთხოვა. თამარ შალვაშვილის თქმით, მისთვის პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებები საკმარისია.

„ჩემი სახელით, ჩემი მეუღლის, რომელიც, მართლა, რამდენჯერმე ძლივს სიკვდილს გადაურჩა, მართლა ოჯახი გაგვინადგურეს ამათ, ბებია 5 თვეში უკან მიჰყვა ბავშვს დარდისგან, გამომდინარე აქედან, ჩემთვის საკმარისია ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურას აქვს, მოვითხოვ მკაცრს არა, უმკაცრეს სასჯელს, ჩემთვის ეს 5 ადამიანი დამნაშავეა, დამნაშავე კი არა მკვლელები არიან! საზოგადოებისთვის საშიშები! უდანაშაულო ბავშვებს მისდევდნენ, არ იცოდნენ ვის კლავდნენ. ბავშვი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო და მომიკლეს, ხალხო, დაბადების დღეზე წავიდა 21-ე საუკუნეში ანგელოზი ბავშვი, რა მდგომარეობაში ვიქნები წარმოიდგინეთ. უცხო ხალხი მწერს დღემდე, ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ აქ ზიხართ ახლა!“- განაცხადა თამარ შალვაშვლმა.

აუდიოჩანაწერში ისმის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც გარდაცვლილის დედასა და ბრალდებულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თამარ შალვაშვილმა მათ მკვლელები უწოდა. აჩი გაგნიძემ და ნიკა რევაზიშვილმა მოსამართლეს მიმართეს და განაცხადეს, რომ მათ არავინ მოუკლავთ.

„ენა გააჩერე, სიზმარში ხომ გელანდებოდა, კიდევ მოგელანდება მთელი ცხოვრება, ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრე, ჩემი შვილის საფლავზე დღემდე ხალხი არ წყდება, ათასობით ადამიანი მიდის და თქვენს საფლავზე ძაღლი არ მივა, ეგ იცოდეთ! მათ დაუსვით კითხვები, რატომ მისდევდნენ გინებით და ამათ როგორ იცავთ ძალიან მაინტერესებს? როგორ აგინებდით უდანაშაულო ბავშვებს ამხელა კაცი? მაპატიეთ, მაგრამ უკვე ვერ ვიკავებ თავს. ბოდიში, ბატონო მოსამართლე, ძალიან აღელვებული ვარ, როცა ამ ცხოველებს ვუყურებ, მითუმეტეს. გაითვალისწინეთ ჩემი მდგომარეობა!“- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

 

ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ