დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მამუკა მდინარაძე - ისინი მიჰყვებიან რადიკალურ სცენარს, რომლის იმედიც აქვთ და ეს არ გამოუვათ 23.01.2021 22:22

„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს. მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებსაც აქვთ უდიდესი სურვილი, რომ ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდეს.

„ჩანს, ფაქტები, რომ რადიკალურ, რევოლუციურ სცენარს მიჰყვებიან - და უკვე მამუკა ხაზარაძემ თქვა, მხოლოდ „ნაცები“ და „ევრონაცები“ კი არ არიან, აგერ „ლელოს“ ლიდერიც ამბობს, რომ გაზაფხული ცხელი იქნება („მესამე ძალა გამოჩნდა“) ამისთვის გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მეტი მიზანი არ ჰქონდა. „ცხელი გაზაფხულის“ მცდელობა იქნება.

ჯობს, „ცხელი გაზაფხული“ საქმით იყოს - პანდემიისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე საჭიროებებზე ზრუნვით. მათ აქვთ რადიკალური სცენარი, რომლის იმედიც აქვთ და ეს არ გამოუვათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას, მამუკა მდინარაძის თქმით, ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულება.

„თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გაავრცელა.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ