დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი ბარამიძე - ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? 24.01.2021 00:56

ნაცმოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე სოცალურ ქსელში ეხმაურება ბათუმის ინციდენტს, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს აქციის მონაწილეებმა თავზე ნაგავი გადაააყარეს და წერს: 


ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგა პოლიტიკოსებო, არ მომწონს და არავის მოვუწოდებ იგივე გააკეთოს რაც დღეს ბათუმში მოხდა, მაგრამ ნამდვილად არაა სწორი, მორალური მაღალი პიედესტალიდან ვამუნათოთ და საჯაროდ ვლანძღოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ (მგონი ჩვენც ასე ვფიქრობთ ხო), რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური რეჟიმი გვყავს და ამ რეჟიმმა არჩევნები გააყალბა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. შესაბამისად ისინი ვინც ამ რეჟიმის ზურგის გამაგრებით (პარლამენტში შესვლა იქნება თუ სხვა რამ) ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებით არიან დაკავებულები მათ მიმართ ხალხის აგრესია რა გასაკვირია? ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?
ისევ ვიტყვი, რომ არც ერთს მოვუწოდებ ვინმეს და არც მეორეს, მაგრამ ამ რეჟიმის იძულება, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, როგორ გონია ვინმეს, მარტო ტელევიზიით კარგად საუბრებით მოხდება და ის ახალგაზრდები (შეიძლება ვიღაცამ ზედმეტად რადიკალურებად მონათლონ) და სხვა ყველა გულანთებული პატრიოტი, ვინც მშვიდობიანად იბრძვის როგორც იცის და წარმოუდგენია სწორად, აღარ გვჭირდება და მათ გარეშე წარმოგვიდგენია? ამ ბრძოლაში ყველა ადამიანი და ჩვენთაგანი მნიშვნელოვანია, ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და გვერდში დავუდგეთ, მით უფრო ჩვენ, პოლიტიკოსებს, ჩვენს მომხრეებთან და პატრიოტ თანამოქალაქეებთან მიმართებაში გვევალება ეგ ყველაფერი. საქართველოს გარე თუ შიდა მტრებს (სამწუხაროდ რომ გვყავს ფაქტია) ნუ გავაცინებთ, ტვ "ნადეჟდას" სიუჟეტების გმირებად ნუ გამოვაყენებინებთ თავს ჩვენი ემოციური განცხადებებით. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ