დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო 24.01.2021 11:29

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბერლინის სოფლის მეურნეობის ონლაინ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

 

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალს, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მე-13 გლობალური ფორუმის (GFFA) ფარგლებში გაიმართა, მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აღნიშნული ფორმატის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა საქართველოში პანდემიით შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ურთულესი გამოწვევის დროს, კოორდინირებული მუშაობით, არც ერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა.

 

“მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე სახელმწიფოს და პარტნიორ ორგანიზაციებს, ასევე, ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს სანიმუშო კომუნიკაციისთვის. ეს წარმატება ერთობლივი შრომის შედეგია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

მინისტრმა ფერმერების მხარდასაჭერად შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიებზე, მონაწილეებმა, რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით პანდემიის პრევენციის და კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხებზე იმსჯელეს.

 

ფორუმის დასასრულს, მიიღეს კომუნიკე, რომელიც კლიმატის ცვლილების და პანდემიის პირობებში მსოფლიოს სასურსათო მარაგების უზრუნველყოფას და პანდემიის პრევენციას ეხება.

 

ონლაინ მინისტერიალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გერმანიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ