დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ 24.01.2021 14:11

27-28 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება, რომლის დღის წესრიგის მთავარი საკითხი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერთა განცხადებების დაკმაყოფილება და მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება. საკითხს 26 იანვრის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. სხდომაზე ყველა იმ დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება, რომელთაც შესაბამისი განცხადებები დაწერეს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ვადები იწურება და რაკი რიგგარეშე სესიას ვიწვევთ, ვადების გამო საკითხს განსახილველად გავიტანთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. მათგან სამს: - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეუწყდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ