დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტზე შს სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო 24.01.2021 14:20

ბათუმის ბულვარში გუშინ მომხდარ ინციდენტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ინციდენტში მონაწილე პირები გამოიკითხებიან.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ნაგვის ნარჩენები თავზე დააყარეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ