დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ამირან სალუქვაძე - ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რა შედეგები დადგება, თუ ყველა შეზღუდვას მოვხსნით? 24.01.2021 17:57

ამირან სალუქვაძის პოსტი:


ძალიან რთულია როგორც ბიზნესისთვის, ასევე დასაქმებულთათვის ასეთი ხანგრძლივი პერიოდით შეზღუდვების გადატანა, მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რა შედეგები დადგება, თუ ყველა შეზღუდვას მოვხსნით?
საერთოდ გაუგებარია იმ ადამიანების ლიგიკა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მთავრობას აწყობს ჩაკეტვების გაგრძელება პოლიტიკური ინტერესებისთვის. აბსურდია. შეზღუდვების გაგრძელება პირიქით, სოციალური აფეთქების მიზეზი შეიძლება გახდეს და რატომ უნდა აწყობდეს?
დგანან ასოციაციების წარმომადგენლები, კაცელარიის წინ, რეგულაციების საპროტესტო აქციაზე, ამბობენ გახსენით ბიზნესი და წესების დაცვა გავაკონტროლოთო და პირბადე არ უკეთიათ.
რეგულაციებს ამკაცრებენ გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ფინეთშიც კი, რომლის ლიბერალური მიდგომა ცნიბილი იყო. ჩვენ მთლიანად მოვხსნათ? შედეგები გათვლილი გაქვთ?
ტრანსპორტის გახსნაზე ვიფიქრებდი. შეიძლება ისეთი წესების მოფიქრება, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალური სოციალური დისტანცია, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებში. მაგალითად, მეტროში საათობრივად გავნაწილდეთ. ავტობუსებში გარკვეულ რაოდენიბაზე მეტი არ ჩავსვათ და ა.შ. მართლაც ბევრს ხარჯავს ხალხი ტაქსებზე, რომლებმაც ზუსტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვის შემდეგ მოუმატეს ტარიფებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ