დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

მიხეილ სარჯველაძე - არავინ მისცეს თავს უფლება, დადგეს კანონზე მაღლა - წესრიგი არის ღირებულება, რაც აერთიანებს საზოგადოებას 24.01.2021 21:08

პარლამენტარი მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყურადღების მიქცევა კანონის დარღვევის გზით მიუღებელია. პარლამენტის წევრი ყველას მოუწოდებს არ მისცენ თავს უფლება დადგნენ კანონზე მაღლა.

 

„უნდა დავგმოთ ასე ვთქვათ ხელმოცარული ადამიანების მხრიდან მცდელობა, რომ ყურადღება მიიქციონ კანონდარღვევის ჩადენის გზით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ არის ის ღირებულება, რომლის ირგვლივაც დაფუძნებულია ქართული საზოგადოება. კანონდარღვევა, კანონშეუსაბამო ქცევა - ეს არ არის ის, რაც მოსაწონი უნდა იყოს საზოგადოებაში. პროტესტის ფორმა ნებისმიერ შემთხვევაში ნებადართულია, მაგრამ მანამ ვიდრე ეს მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. შესაბამისად, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ გახლავთ ის, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ მისცეს თავს უფლება, რომ დადგეს კანონზე მაღლა. წესრიგი არის ის ღირებულება, რაც აერთიანებს მთლიანად ჩვენს საზოგადოებას. უმთავრესი და უძირითადესი ღირებულება. შესაბამისად ამის დარღვევის და ფეხქვეშ გათელვის უფლება და შესაძლებლობა არავის უნდა ჰქონდეს. არცერთი მოტივაციის გზით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ