დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"აშშ-ს დემოკრატებმა "კუდიანებზე ნადირობა“ დაიწყეს"- ზაალ ანჯაფარიძე 25.01.2021 12:43

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"აშშ-ს დემოკრატებმა ჯერ ხელისუფლებაში მოსვლა ვერ მოასწრეს, რომ უკვე „კუდიანებზე ნადირობა“ დაიწყეს. ჯო ბაიდენმა სენატორები ჯოშ ჰოული და ტედ კრუზი ნაცისტების მთავარ პროპაგანდისტს ჰებელსს შეადარა, მხოლოდ იმიტომ რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ეჭვის ქვეშ დააყენეს.


თუმცა, ეს არაფერი იმასთან შედარებით, რასაც სოციალური ქსელები, მაღალტექნოლოგიური კომპანიები და მსხვილი გამომცემლობები აკეთებენ მათ მიმართ, ვინც არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება. მთელი ძალით ამუშავდა ე.წ. „აკრძალვის კულტურა,“ რომელიც მიმართულია იმაზე რომ მოახდინონ ისტებლიშმენტისთვის და არსებული მეინსტრიმისთვის მიუღებელი პუბლიკის „cultural dispossession” ანუ ჩვენებურად, "სახის ახევა" მეთოდები საკმაოდ მრავალფეროვანია,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ