დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ნავალნის მომხრეთა საპროტესტო აქციებით რუსეთის ხელისუფლება ფართოდ გამოხატული დისიდენტობის წინაშე დადგა 25.01.2021 13:46

აშშ-ის წამყვან გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში («The New York Times») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ალექსი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო აქციების სახით რუსეთის ხელისუფლება ბოლო წლების ყველაზე ფართოდ გამოხატული დისიდენტობის წინაშე დადგა“ (ავტორები -  ანტონ ტროიანოვსკი, ენდროიუ კრამერი). პუბლიკაციაში ფართოდ არის ასახული მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში („ყველაზე შორეულ კუთხეებში“) - ვლადივოსტოკში, ირკუტსკში, იაკუტსკში, ხაბაროვსკში. „ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე ხალხმრავალი ანტისამთავრობო აქციები. მიტინგები და მანიფესტაციები მოწმობენ, რომ კორუფციისაგან ძირგამოთხრილ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 20 წელზეა მეტია ხელმძღვანელობს, დაიღალა და დასუსტდა“, - ასეა შეფასებული პუბლიკაციაში რუსეთის ხელისუფლება.

 

„თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ ვიდეოკადრებს, რომლებშიც ჩანს, რომ მომიტინგეები წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, იმ ლოზუნგებს, რომელთა მოთხოვნები საკმაოდ რადიკალურია, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსახლეობა უფრო გაბედული გახდა“, - აღნიშნავენ ავტორები, - „ქუჩებში პოლიციელთა დიდი რაოდენობა იმას მოწმობს, რომ კრემლი ნერვიულობს, ამ დროს კი სახელმწიფო მასობრივი ინ ფორმაციის საშუალებები ყოველნაირად ცდილობენ, რომ ანტისამთავრობო აქციის მნიშვნელობა დააკნინონ და ამით უზენაეს ღვთაებას - ვლადიმერ პუტინს ასიამოვნონ“.

 

„მართლაც არის ალექსი ნავალნი საშიში ვლადიმერ პუტინის მმართველობისთვის?“, - ასეთი კითხვაა დასმული სტატიაში ავტორების მიერ. 2020 წლის ბოლოს „ლავადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვამ აჩვენა, რომ ელექტორატის მხოლოდ 2% მიიჩნევდა ალექსი ნავალნის თავის კანდიდატად, საპრეზიდენტო არჩევნები რომ იმ მომენტში გამართულიყო, ვლადიმერ პუტინს კი - 55%. რატომ არის ასეთი შედეგი? აშკარაა, რომ ალექსი ნავალნი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რაც კრემლის პოლიტიკის წყალობით ხდება - მთავრობა ცდილობს ამომრჩევლებს ტვინი დაუბინდოს, რათა მათ ვლადიმერ პუტინის ალტერნატივაზე არ იფიქრონ. საერთოდ, ვლადიმერ პუტინი ალექსი ნავალნის ნამდვილად დაამარცხებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აკრზალული აქვს, აღნიშნულია სტატიაში. და მაინც გამოკითხვის შედეგებმა ცხადი გახადა, რომ რუსული ოპოზიცია პოპულარულია  პროფესიონალებში და საშუალო ფენაში, განსაკუთრებით მოსკოვში, სადაც მოსახლეობის თითქმის მესამედი ხელისუფლებას მხარს არ უჭერს.

 

წყარო: https://www.nytimes.com/2021/01/23/world/europe/navalny-protests-russia.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ