დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"სანამ საქვეყნო პრობლემებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ, რა მოსულა და რა არა" - გია ხუხაშვილი 25.01.2021 14:38

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ლუჩანო პავაროტის, რომელსაც მთელი იტალია აღმერთებდა, ერთი პერიოდი მეზობლები არ ესალმებოდნენ, რადგან ეჭვმიტანილი იყო გადასახადების დამალვაში.
ასე მუშაობს მორალური კანონი, რომელიც ფორმალურ კანონებზე არანაკლებ ეფექტურია საზოგადოების სიჯანსაღისთვის.


როდესაც დღეს ვცდილობთ ჩავლეიშვილის საქციელი უვნებელ “კონფორმიზმად” წარმოვაჩინოთ და ზიანი მისი პერსონალური “რეპუტაციით” გავზომოთ, აქ ჩანს რომ ჩვენს საზოგადოებაში ეს მორალური ზღუდე მორღვეულია, ანუ ყველაფერი მოსულა და ეს პიროვნების პირადი პრობლემაა.


ამ დროს, ამ ტიპის კონფორმიზმი დღევანდელ საქართველოში მთავარ სოციალურ უბედურებად იქცა და მთელი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სხეული დააზიანა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ჩათვლით.

ჩვენი საზოგადოება მზად არის უსასრულოდ ილაპარაკოს ფორმაზე, მაგალითად ნაგვის დაყრაზე, ექსტრემიზმზე, მაგრამ არ უნდა საუბარი იმაზე, რომ რაღაცა “არ მოსულა” და ცივილიზებული გაგებით საზოგადოებრივად საშიში ქმედება, პიროვნების პირად პრობლემად მონათლოს.

ამიტომ, ყველას ვთხოვდი, სანამ საქვეყნო პრობლემებზე ვისაუბრებთ, გავერკვეთ, რა მოსულა და რა არა..."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ