დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

NDI-ის კვლევით, პარლამენტის საქმიანობას „კარგად“ გამოკითხულთა მხოლოდ 15 % მიიჩნევს 25.01.2021 14:37

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტის მიერ მოქალაქეთა ინტერესების გატარებისთვის პარტიებს შორის თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი. კვლევის შედეგების მიხედვით, ასე ფიქრობენ მოქალაქეები პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ მოქალაქეთა ინტერესების გამოხატვისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართულობა, აღნიშნულს გამოკითხულთა 76 % ეთანხმება.

 

ამასთან, უახლესი გამოკითხვის თანახმად, 32 % არ მოელის, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, 28 % არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ახალი პარლამენტის წევრები ეთიკურად მოიქცევიან.

 

გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას კარგად 15% აფასებს, ცუდად 34%, საშუალოდ კი 36%.

 

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ