დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"NDI -ის კვლევა "ნაციონალების" მხარდაჭერის სარეკორდო ვარდნას აფიქსირებს" -გიორგი ცუცქირიძე 25.01.2021 15:44

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში NDI - ის კვლევას ეხმაურება:

 

ენდიაის“ კვლევების მიმართ, ხშირად ყოფილა კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ ეს ბოლო კვლევა, ბევრ კითხვაზე სცემს პასუხს. ნიშანდობლივია, რომ კვლევა არჩევნების შემდგომ, 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და შესაბამისად, ასახავს რესპოდენტთა დამოკიდებულებას როგორც პოლიტიკური პროცესებისადმი, ასევე, პანდემიურ პერიოდთან მიმართებაში.

 

კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების მიმართულებით მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 60 პროცენტი, ამასთან 2019 ნოემბერთან შედარებით, 64 პროცენტიდან 38 პროცენტამდე შემცირდა უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი, რაც ვფიქრობ, ოპოზიციის ნარატივს არაეფექტურ ანტიკრიზისულ სამთავრობო მენეჯმენტზე, თავდაყირა აყენებს!

 

️NDI-ს ახალი კვლევის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი კი არის მოსახლეობის დამოკიდებულება პარტიების საქმიანობისადმი. კითხვაზე თუ „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“ პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 31%; არცერთი პარტია - 25%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 5%. ეს შედეგიც არის მორიგი ცივი შხაპი ოპოზიციისათვის. რადგან თუ ერთის მხრივ, გამოკითხულთა უმრავლესობა მმართველი პარტიის შეხედულებებს იზიარებს, საპირისპიროდ, მთელი ოპოზიციის და რაც მთავარია ბოიკოტის სულისჩამდგმელი ნაციონალების მხარდაჭერის სარეკორდო ვარდნას აფიქსირებს!

 

ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ პარლამენტის ბოიკოტირებით, რადიკალიზმზე და ექსტრემიზმზე, ფეიკ ნიუსების ტირაჟირებაზე აგებულ პოლიტიკას პერსპექტივა არა აქვს, და ყველა ის პროგნოზიც გამართლდა, რაც ნაციონალების თამაშში ჩათრეული თუ პოლიტიკური სიბეცით აყოლილი ბარიერგადალახული სხვა პარტიების სრულ განულებას და გამარგინალებას პროგნოზირებდენ!

 

პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების ადგილი, ამიტომ მიღებულ მანდატებზე უარი და პოლიტიკის ქუჩაში გადატანის მცდელობა, ევროპარლამენტის მონიტორინგის ჯგუფის მოხსენებაში, სადაც არჩევნების კონკურენტულ გარემოს ესმება ხაზი, "დემოკრატიის ძირის გამოთხრადაც" კი არის შეფასებული!

 

მართალია, 28 იანვრამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ელისაშვილს და "მოქალაქეებს" ოპოზიციის ნაწილიც მიჰყვება და შევა პარლამენტში, ბოლო - ბოლო პოლიტიკურად თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც იმუშავებს,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ