დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

NDI-ის შედეგები ეკონომიკური კრიზისის ლოგიკური შედეგია, რომელიც, კიდევ უფრო გამწვავდება - გიორგი კეპულაძე 25.01.2021 16:23

NDI-ის კვლევებში ახალი არაფერი არ იყო. ის, რომ ეკონომიკური თემები არის ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, უცხო ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ „ჯორჯია თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტმა, - გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

 

მისივე შეფასებით, ქვეყანაში საყოველთაოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური სიდუხჭირე,  უმუშევრობა, ფასების ზრდა და ზოგადი გაჭირვება.

 

„ტენდენცია მზარდია, ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო ღრმავდება. ვფიქრობ, ეს მხოლოდ პრობლემების დასაწყისია და ამ მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული კრიზისის დასაძლევად არაფერს აკეთებს“, - აღნიშნავს კეპულაძე.

 

როგორც ექსპერტი აცხადებს, სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ძირითადი პოლიტიკური თემები, რაც მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს, კვლავ პრიორიტეტებს მიღმა რჩება.

 

„ადამიანებს დღეს საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოება,  ოჯახების შემოსავალი, კვება და ყოველდღიური პრობლემები უფრო აწუხებთ და სხვა, მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, აღარ სცალიათ. სამწუხაროდ, მათ ამოეწურათ დანაზოგი და NDI-ის კვლევა, რაც დღეს გამოქვეყნდა, არის ლოგიკური შედეგი ეკონომიკური კრიზისისა, რომელიც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, - აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ