დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"ხოშტარია აპროტესტებს იმას, რასაც შარშან მხარს უჭერდა"- ზვიად ტომარაძე 25.01.2021 17:10

საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "ერი და სახელმწიფოს" - დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"როდესაც რაიმე საკითხს აქციით აპროტესტებ, რთულია ვინმეს აუკრძალო აქციაზე მისვლა, შეგიძლია სიტყვით გამოსვლაზე უარი უთხრა, მაგრამ აქციიდან წადიო ვერ უთხრა... თუმცა იმ ხალხისაც მესმის, არ უნდა იმ ადამიანების გვერდით დგომა, ვინც აქციას ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იყენებს, თორემ ხელისუფლების ადგილზე რომ იყოს იმავეს ან უარესს იზამდა. მაგალითად, გუშინდელ აქციაზე იმყოფებოდა შეზღუდვებს აპროტესტებდა ელენე ხოშტარია, რომელმაც შარშან აპრილში სასულიერო პირებს მკვლელები უწოდა სწორედ ეკლესიების არ დაკეტვის გამო!!! ანუ დღეს აპროტესტებს იმას, რასაც შარშან პირიქით მხარს უჭერდა!!! ასევე გიგა მაქარაშვილი, რომელიც შარშან ერთი კოვზით ზიარების წინააღმდეგ გამოვიდა, ხოლო გუშინ "თბილისი ლგბტ პრადის" პირბადით მივიდა აქციაზე. სად შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა და სად ლგბტ აღლუმის მხარდამჭერი პირბადე?


პ.ს. გუშინდელი აქციის ორგანიზატორებს მხარდაჭერას ვუცხადებ,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ