დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ანიტა რაჭველიშვილს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა 25.01.2021 20:24

ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელშიი წერს, რომ კორონავირუსი მეორედ დაემართა. პირველად მან ინგლისურად დაწერა მოკლე რეპლიკა: „ძალიან ვწუხვარ! დღეს მე დადებითი პასუხი მივიღე Covid 19-ზე, უკვე მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი! ამის გაძლება აღარ შემიძლია!“, წერს მომღერალი. მოგიანებით მან მეორე პოსტი გამოაქვეყნა და ზოგიერთ ფეისბუკმომხმარებელს მიმართა:
„ინტრიგნების საყურადღებოდ! ვაქცინა იმიტომ არ გავიკეთე, ჯერ რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ჩვენთან ვაქცინა არ შემოსულა! სხვაგან ვაქცინას არავინ გაგიკეთებს იმიტომ, რომ პრიორიტეტული რიგი დგას და იმათ უკეთებენ ვაქცინას, ვინც რისკჯგუფშია! პლიუს მოქალაქე უნდა იყო! არც მილიონერი ვარ, არც დიპლომატი და არც მთავრობის წარმომადგენელი, რომ ავიღო და რიგს გადავახტე ან სადმე სხვა ქვეყანაში გავიკეთო ვაქცინა. კიდევ შვიდჯერაც რომ დამემართოს კორონა ვირუსი, მაინც არ გავიკეთებ ვაქცინას რისკჯგუფის ხარჯზე. მათ ვაქცინა ჩემზე მეტად სჭირდებათ! ამიტომ თქვენი ბოროტი კომენტარები თქვენთვის შეინახეთ და ჩემი რიგი რომ დადგება, ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ! ჯანმრთელობას და მეტ სიკეთეს გისურვებთ მაგ გულებში!“, წერს ანიტა რაჭველიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბევრი უნფექციონისტის განცხადებით, ქვეყანაში რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ჯერ არ დაფიქსირებულა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ