დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

25-27 იანვრს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება 25.01.2021 23:48

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვრის პერიოდში საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ