დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დავით ბერძენიშვილი - 1992-დან მოყოლებული, ნაგვის ურნა რომ ჩამოემხოთ აქტივისტებს რუსეთში ჩვენი სამშობლოს შემთრევი პოლიტიკოსებისთვის, სწორი იქნებოდა? 26.01.2021 00:46

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ბათუმის ბულვარში მომხდარ ინციდენტს - “რესპუბლიკელი” დეპუტატისთვის ნაგვის ურნის თავზე დაცლას და შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ გაკეთებულ შეფასებებს: 

გია ბარამიძე სულაც არაა ის ადამიანი, ვის პოლიტიკურ წარსულზეც ყველაზე ცუდი ასოციაციები მახსენდება. აფხაზეთში მისი ბრძოლაც მახსოვს და სხვა დროსაც წესიერი ქცევა. ამასთანავე, ხაჩიშვილის - ჯაბას მხედრიონელად მიჩნეული რუსეთის სპეცსამსახურის კადრის (რაც მაშინაც დადასტურებული იყო ჩემთვის და, ეტყობა, ცოტა მოგვიანებით გიასთვისაც) შსს მინისტრად გახდომა უშუალოდ გია ბარამიძის ერთადერთმა და განუმეორებელმა ხმამ გადაწყვიტა - აქლოშინებული შემოვარდა პარლამენტის დარბაზში 1992- ის ბოლოს და სხვა მწვანეებს შეუერთა მისი გადამწყვეტი ხმა. არადა, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია ვეწინააღმდეგებოდით - რესპები სხვებზე უფრო ხმამაღლა. დსთ-შიც უკვე ღიად გაშევარდნაძებული ჟვანიას მწვანეების დეპუტაციამ შეათრია საქართველო, გიას ხმაც იმ ყულაბაში იყო. ყოველ 6 თვეში ერთხელ მოქკავშირის დეპუტაცია (ახალგაზრდა რეფორმატორების, ჟვანია-სააკაშვილის და მათი დეპუტაციის ჩათვლით) წლების განმავლობაში რომ უხანგრძლივებდა დსთ-ს ეგიდით რუსეთის რეალურად საოკუპაციო ჯარს აფხაზეთში, ენგურზე სასაზღვრო ჯარის ფუნქციით ყოფნას, მაშინაც იმ ცუდ საქციელს ჩადიოდა გიაც. 2006-ში დსთ-დან გამოსვლის საკითხი კენჭისყრაზე რომ დავსვი ფრაქციის სახელით, ნაცმოძრაობამ მხარი არ დაგვიჭირა რესპებს. გია ბარამიძე არ იყო მაშინ დეპუტატი, სხვები კი იყვნენ, ვინც ახლა ნაგვის ურნის იდეოლოგები და მომწონებლები აღმოჩნდნენ. იმედია, ნანობენ მაშინდელ საკუთარ უღირს საქციელს.
ყოველ ჯერზე, 1992-დან მოყოლებული, ნაგვის ურნა რომ ჩამოემხოთ მაშინდელ ოპოზიციონერ აქტივისტებს რუსეთში ჩვენი სამშობლოს შემთრევი და ჯიუტად იმ საოკუპაციო სივრცეში დამტოვებელი პოლიტიკოსებისთვის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი ტაში დაგვეკრა,, სწორი იქნებოდა? აჭარის უმაღლეს საბჭოში კი არ შედიოდნენ, რუსეთში შეეთრნენ!!! მეტი იყო აშკარად გულწრფელი მოტივაცია! არ იქნებოდა სწორი! ჰოდა, საკუთარ პოლიტიკურ კალენდარს რაც მალე დავძლევთ ყველა, მით უკეთესი. 
ბოიკოტის ტაქტიკის ინიციატორებს და გაზაფხულზე "შემაძრწუნებელი აქციებით" ხელისუფლების გაშვების მოიმედეებს რომ დიდი ამოცანა აქვთ დაანონსებული, გვახსოვს. ეჭვი თუ ვინმეს შეეპარა ავტორთაგან რომელიმეს მის რეალისტურობაში, მას "კონსტრუქციული, ლოიალური და ა.შ. ოპოზიციის მხილება" ვერ უშველის. ირაკლი, ალეკო, იაგო და ა.შ. არაა საპირწონე. ხელისუფლებაა ორიენტირი და დასამარცხებელი. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღები პოლიტიკოსები იქნებიან პასუხისმგებელნი როგორც წარმატების, ისე მარცხის შემთხვევაში! ჩემგან არ გაუკვირდებათ ამის შეხსენება - 1 ნოემბერს ვთქვი...საჯაროდაც! ის, რომ პოსტსაბჭოთა, ჰიბრიდული, ნახევრადთავისუფალი და ა.შ,. ვითარება გვაქვს, არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გზა მცდარია. " ძირს ლიტვური გზა" ხავსმოდებული, 30 წლის წინ რეალობასთან დამარცხებული პრიმიტივიზმია. უფრო დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ - როგორც 1990-ში, 2003-ში, 2012-ში... მაშინ ვერ გერევა ხელისუფლება.
P.S. ფანგანი არ უნდა დაეკავებინათ, ცხადია. და ის არც გმირია და არც დამნაშავე. გარეთ უნდა იყოს და არის უკვე. მის უფროსებს, ორიენტირებს მივმართე, როგორც ხვდებით. ვინც ამ შტერი ბიჭის დაკავებას იაგო კაჭკაჭიშვილს, ბექა მინდიაშვილს, ვახო სანაიას, თეონა ბაკურიძეს და განსაკუთრებით სალომე სამადაშვილს და რომან გოცირიძეს აბრალებს, ძაან მდარე პროპაგანდისტია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ