დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა 26.01.2021 10:41

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 149 460 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 72 მილიონს გადააჭარბა.

 

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 25.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ