დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

როგორია ეპიდ-ვითარება საქართველოში 26 იანვრის დილის მონაცემებით 26.01.2021 11:07

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების      1 006 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  254 822-ს.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 244 446-მდე.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 79, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 98, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი -15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც: 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    1 545, აჭარაში - 219, იმერეთში - 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 51, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში- 1, იმერეთში - 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 - თბილისში, 118 - აჭარაში, 18 - იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 189, აჭარაში - 98, ხოლო იმერეთში - 9.


სულ  6 ოქტომბრიდან - 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 977 პირი.


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანიმათ შორის თბილისში - 11 135 პირიაჭარაში - 979, იმერეთში - 1 694.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ