დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

“Twinning in Energy” პროგრამის ფარგლებშიენერგოეფექტურობის თემაზე ბავშვთა ცნობიერების ამაღლების კამპანიაგანხორციელდა 26.01.2021 12:48

 

მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ)თანამშრომლობდა ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმი.

 

სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო კამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი - ჟირაფი ჟოზე; შეიქმნა მოთხრობაგანახლებადი ენერგიების შესახებ. კამპანია ითვალისწინებდა ლექციების ჩატარებას ელექტროენერგიის წარმოებისა და რაციონალური მოხმარების, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილების შედეგად მიღებული დადებითიგარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. კამპანიის ფარგლებში დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალები, როგორიცაა საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები.   

 

დაძმობილების პროექტი მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“ ზოგადად მიმართულია საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ეფექტური, უსაფრთხო, თანამედროვე და დაცული ექსპლუატაციის ხელშეწყობაზე. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ