პირველი ინოვაციური პროექტი „კარტლისის აკადემია“ 2017 წელს შეიქმნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას სრულიად უანგაროდ ემსახურება.
როგორც "ჯორჯიან თაიმსს" აცნობეს, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, აკადემიაში გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა რეგიონებში, მიმართულების მიხედვით:
o ბოსტნეულის კულტურები
o თხილი
o ციტრუსი
o კენკროვანი კულტურები
o ხეხილი
o ვენახი
ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე აკადემიაში სემინარები, მთელი წლის განმავლობაში ყველა წესის დაცვით, გარე სივრცეში, ტარდებოდა.
თითოეული ჯგუფი შედგება 4 ლექციასა და 1 პრაქტიკულ მეცადინეობისგან.
ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
· მცენარის გამოკვება;
· მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა;
· სარწყავი სისტემის ტიპები და მათი მნიშვნელობა;
· მცენარეთა მოვლის სქემების განხილვა, ხარჯთაღრიცხვა, კულტურათა დივერსიფიცირების პრობლემები.
რატომ უნდა აირჩიოთ „კრისტალის აკადემია“
• ცოდნის და დახმარების უანგარო გაზიარება;
• საჭიროებისამებრ ვიზიტები ნებისმიერ რეგიონში და ადგილზე მონიტორინგი;
• ჩვენი წევრი ფერმერებისათვის ფასდაკლებები;
• გაიცემა სერთიფიკატი
გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა, დაეუფლეთ ახალ ტექნოლოგიებსა და გახადეთ თქვენი მეურნეობა უფრო წარმატებული!
დამატებითი კითხვებისთვის გადადი ბმულზე: http://www.cartlis.ge/
ან ეწვიეთ კომპანიის ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/cartlis
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge