დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ნაცობა" უკუღმართობაა"- დავით ზარდიაშვილი 26.01.2021 14:00

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"წინასწარი, აპრიორული დაშვებების, ანუ - პრეზუმციების გარეშე, სამართალი საერთოდაც შეუძლებელი იქნებოდა. ისევე, როგორც ასეთი დაშვებების გარეშე საერთოდაც წარმოუდგენელია რაიმე განსჯა და არა მარტო სამართალში, არამედ ნებისმიერ თეორიასა თუ პრაქტიკაში, რომელსაც ოდნავ მაინც აქვს „ობიექტური სიმართლის“ პრეტენზია.

 

რასაკვირველია, ყველას კარგად მოეხსენება „უდანაშაულობის პრეზუმციის“ შესახებ: ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სუბიექტი აპრიორულად, იმთავითვე უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო უეჭველად არ დასაბუთდება. ასეთ შემთხვევაში ამ პრეზუმფციიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთიც მასზეა, ვინც პირის დამნაშავეობას ამტკიცებს.

 

სამართალში ასევე საყოველთაოდ ცნობილია „კეთილსინდისიერების პრეზუმფცია“, რომლის ძალითაც იმთავითვე, აპრიორულად მიიჩნევა, მაგ. სამოქალაქო ურთიერთობებში, რომ ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ამ ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერი სუბიექტი -კეთილსინდისიერია. აქაც, მტკიცების ტვირთი მასზეა, ვინც პირის არაკეთილსინდისერებას ამტკიცებს. ცხადია, "კეთილსინდისიერების პრეზუმფციის“ გარეშე ასევე წარმოუდგენელი იქნებოდა ურთიერთობების სამართლით მოწესრიგება, რადგან თუკი ყველა იმთავითვე არაკეთილსინდისერად მივიჩნიეთ, მაშასადამე - სამართალიც შეუძლებელია.

 

ზუსტად იგივეა არჩევნების შედეგების თვალსაზრისითაც: იმთავითვე მიიჩნევა და წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარ არჩევნებს აზრიც არა აქვს, რომ არჩევნების შედეგები, რაც დადგენილი წესითა და პროცედურებით გაირკვა, იმთავითვე, აპრიორულად სანდოა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება და აქაც, ბუნებრივია, მტკიცების ტვირთი მასზეა, ვინც არჩევნების გაყალბებას ამტკიცებს.

 

ეს ელემენტარული, ნებისმიერი პირველკურსელისთვის ცნობილი საწყისები, რაც სამართლებრივი განსჯისთვის სავალდებულოა, იმიტომ მოვყევი, რომ "ნაცობა", როგორც უკუღმართული პოლიტიკური იდენტობა - ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრეზუმფციას ყირამალა აყენებს: ნაცისთვის ყველა იმთავითვე უდანაშაულო კი არ არის, არამედ პირიქით - ყველა იმთავითვე დამნაშავეა, რათა გაბედა და მათ დაუკითხავად მოევლინა ქვეყანას; ასევე ყველა, ვინც რაიმე ურთიერთობაში მონაწილეობს, კეთილსინდისიერი კი არა, არამედ პირიქით - ცრუ და ანგარებიანია, რადგან გაბედა და მათგან განსხვავებულ რაიმე სხვა სიკეთეს ეძიებს;

 

ზუსტად ასევეა, „არჩევნები გაყალბდას“ შემთხვევაში: ნაცისთვის ყველა არჩევნები იმთავითვე, აპრიორულად გაყალბებულია, რადგან ისინი ვერც ერთ არჩევნებში ვერასდროს ვეღარ გაიმარჯვებენ! რატომ და სწორედ იმიტომ, რომ ასეთი უკუღმართები არიან და ყველა ცნობილ პრეზუმფციას საპირისპიროთი ცვლიან!

 

ნაცობა - უკუღმართობაა. ამიტომ, მათ „რევოლუციონერობაზე“ კი არ არის მხოლოდ საუბარი, არამედ უფრო იმაზე, რომ ისინი სინგულარობის საფრთხესა ქმნიან ყველგან და ყოველთვის. რა არის სინგულარობა? ეს არის ზღვარს მიღმა მდგომარეობა, სადაც არც ერთი კანონი, არც ერთი ცნობილი პრეზუმფცია არ მოქმედებს და გამომდინარე, აბსოლუტურად შეუძლებელია განჭვრეტა, ვის რა დაემართება!

 

ამიტომაც: ყველა ცნობილ პრეზუმფციას ერთიც უნდა დავამატოთ: „ნაცის უკუღმართობის“ პრეზუმფცია. ნაცი - იმთავითვე, აპრიორულად უკუღმართია. ასევე, ოდითგანვე ცნობილია ეს პრეზუმფციაც: „ძაღლის კუდი არ განიმართების და არცა კირჩხიბი მართლად ვალს.“ - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ