დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვცხოვრობთ - ლევან ალაფიშვილი 26.01.2021 15:29

ის, რაც გუშინ "ენდიაის" კვლევამ აჩვენა, ახალი არ ყოფილა, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ კონსტიტუციონალისტმა, ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

 

მისივე თქმით,  მოცემული პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სიციალური სურათი, უკვე ერთი წელია იხატება და ეს პროცესი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც, ხელისუფლებამ ეპიდსიტუაციის მართვა ძალადობრივი მეთოდებით, დასჯის შიშით  დაიწყო, მაგალითად, ისეთით, როგორიცაა, - დაგაჯარიმება ღია სივრცეში პირბადის არტარების გამო და ა. შ.

 

„სახელმწიფომ ის ვალდებულებებიც ვერ შეინარჩუნა, რაც მას სინამდვილეში აკისრია. ჩვენგან განსხავვებით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა. რატომ არ გააკეთეს ეს ჩვენთანაც? იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. ეს არ არის დემოკრატიული მართვის სტილი, ეს უფრო საბჭოური სტილია. ეს გახლავთ ადამიანების დაშინებაზე და საკუთარი ვალდებულებების არშესრულებაზე დაფუძნებული მმართველობა. შესაბამისად, ამ მართვით, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებს ვერ შევედრებით. ეს ძალაუფლების გატკბობაზე დაფუძნებული და პარტიულ ინტერესებს შეწირული ქმედებაა და აქ მარტო მმართველი ძალა არ მყავს მხედველობაში“, - აღნიშნა ალაფიშვილმა.


„პარლამენტმა, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ანგარიშვალდებული და ყოვლდღიურად კონტროლირებული ჰყოლოდა, საპირისპიროდ იმოქმედა. სამწუხაროდ, გამოდის ისე, რომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ვცხოვრობთ“, - დასძინა ლევან ალაფიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge თამუნა დუღაშვილი

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ