დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

თავის დროზე, ივანიშვილის გამარჯვებამ, წერტილი დაუსვა სააკაშვილის მმართველობას, რომელმაც ომში, ტერიტორიის 20% დაკარგა - Times 26.01.2021 15:47

Times-ი: ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებამ წერტილი დაუსვა ინდივიდუალისტი პოლიტიკოსის, სააკაშვილის მმართველობას, რომელმაც 2008 წელს ომის შედეგად ტერიტორიის 20% დაკარგა.



სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.



,,აშშ-ის ახალმა სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს მიწვევას ნატოში გასაწევრიანებლად, თუკი ქვეყანა შეასრულებს შესაბამის მოთხოვნებს. ეს კი კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას რუსეთთან, რომელიც სასტიკად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შესვლას დასავლურ სამხედრო ალიანსში. საქართველო ასევე ეცდება ევროკავშირში შესვლას 2024 წელს“, - წერს გამოცემა.



სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა საკმარისად მტკიცეა იმისათვის, რომ გაუძლოს კრემლიდან მომავალ ზეწოლას - „ჩვენ გამოვეყავით რუსეთს და გავხდებით ყველაზე პოპულარული ოჯახის - ევროკავშირის წევრი“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ