დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტი, თუ რატომ არ ხსნის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს" -არჩილ გამზარდია 26.01.2021 16:49

ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ხელისუფლების მხრიდან მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ერთბაშად ყველაფრის გახსნა ეპიდემიას გაამძაფრებს, თუმცა, ხელისუფლების გადაწყვეტილებები არგუმენტირებულ კვლევა-ანალიზზე დაფუძნებული არაა. არაა შესწავლილი ცალკეული შემთხვევები, სად შეიძლება გავრცელდეს კერა, რომელი შეზღუდვის მოხსნა გაართულებს ეპიდემიურ მოცემულობას.

 

ხელისუფლება ვერ ახორციელებს ვერც მიზნობრივ და რეალურად წერტილოვან შეზღუდვებს, ვერც პროცესის კონტროლს. მაგალითად, ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტი რატომ არ ხსნის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ვთქვათ მთიან რეგიონებსა და თბილისს შორის, სადაც გადაზიდვების ინტენსივობა და რაოდენობა მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვანი.

 

არ აქვს არგუმენტი რატომ არ ხსნის რეისების ნაწილს მაინც თბილისში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით, სადაც შეიძლება სხვა რეისების არსებული სატრანსპორტო საშუალებები დაუმატონ და უფრო ინტენსიური გახადონ სატრანსპორტო საშუალებები.

 

ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტირებული მოტივი რატომ არ ხსნის ცალკეულ უმაღლეს სასწავლებლებს, სკოლებს თუ ბაღებს, სადაც უსაფრთხოების რესურსები ბევრად მაღალია ან ფიტნეს ცენტრებს თუ სხვა საშუალებებს, სადაც უსაფრთხოების შესაძლებლობები არსებობს და ეგრედ წოდებული მხარდამჭერი კონტროლის განხორციელებაა შესაძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აკრძალვების სანაცვლოდ ხელისუფლებას აქვს ვალდებულება შეავსოს მოსახლეობის სოციალური დანაკლისები, რასაც მმართველი ძალა არ აკეთებს.

 

სამწუხაროდ, ხელისუფლება კერძო ინტერესებით ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს აკრძალვები, რადგან მოქალაქეთა უფლებების გაუქმებით მას აქვს სრული ძალაუფლება პროცესებზე, რაც ხელს უწყობს ავტორიტარიზმსაც და დიქტატსაც, რითიც ხელისუფლება სარგებლობს. აღარაფერს ვამბობ შესაძლო კორუფციულ გარემოზე კოვიდთან მიმართებაში და სხვა დამატებით ფაქტორებზე.

 

გაურკვეველია ვაქცინაციის საკითხი, გაურკვეველია მოქალაქეებისათვის ფუნდამენტური უფლებების დაბრუნების საკითხი, გაურკვეველია ყველაფერი, რაც ჩვენს ფიზიკურ, სოციალურ თუ მორალურ უსაფრთხოებას, მითუმეტეს რომ ხელისუფლება, რომელმაც თითქმის ყველა სიტყვა გატეხა, რაც დადო, მოსახლეობის დიდ ნაწილში ნდობას აღარ იწვევს.

 

მიუხედავად ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი უნდობლობისა, საკმარის საზოგადოებრივ ნდობას ვერც ოპოზიციური პარტიები იღებენ, რაც დამატებით სკეპტიციზმს ნერგავს საზოგადოებაში. პოლიტიკური ელიტები, ჩვენს ქვეყანაში, პრობლემაა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის შემთხვევაში,"- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ