საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი ეკონომისტის, გიტა გოპინატის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება.
„ეკონომიკის აღდგენის ნაწილობრივი ხასიათის გამო, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს 150-ზე მეტ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 2019 წლის მაჩვენებელზე ქვემოთ იქნება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 110 სახელმწიფომდე შემცირდება. 2020-2025 წლებში პროგნოზირებადი მთლიანი დანაკარგი მნიშვნელოვანია და 22 ტრილიონ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 სწელს კი 4.2%-ით. ანალიტიკოსების განცხადებით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge