დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა 26.01.2021 22:15

ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს. პროექტის შედეგად კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და სრულად განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა. სამუსიკო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შენობაში სარემონტო სამუშაოები ბოლო 40 წელია არ ჩატარებულა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ