დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"რუსეთი არ აღასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას, მოსახლეობას კი იმედი გაუცრუვდება" -ლევან ალაფიშვილი 27.01.2021 13:45

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული შეფასებები იდეის დისკრედიტაციას მოახდენს, - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში განაცხადა. 

 

მისივე თქმით, მოსახლეობას იმედი გაუცრუვდება, რადგან რუსეთი არ აღასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ კი ევროპული ფასეულობებისა და ინსტიტუტების მნიშვნელოვანი დისკრედიტაცია მოხდება.

 

"თუკი შექმნი გადაჭარბებულ მოლოდინს და არ გამართლდება, აუცილებლად გიმსხვერპლებს. ეს მოლოდინი შეგიწირავს და მნიშვნელოვან ზიანს მოგაყენებს. სწორედ ამასთან აქვს საქმე ჩვენს მთავრობას. ძალიან მნიშვნელოვანია მოგება, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოზე იმსჯელო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, - წარმოუდგენელია.

 

სტრასბურგის სასამართლოს მანდატი ორი აბზაცია. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, იმ შემთხვევაში თუკი კონკრეტულ ტერიტორიაზე, კონკრეტული სახელმწიფო ვერ, ან არ უზრუნველყოფს და არღვევს მის უფლებებს. მთელი საქართვლოს მოსახლეობის უფლებებიც რომ დარღვეულიყო, ამ მანდატს ვერვინ ვერ გაუძლებდა.

 

ვფიქრობ, რუსეთი არ აღასრულებს გადაწყვეტილებას, ჩვენი მხრიდან კი გადაჭარბებული შეფასებები იდეის დისკრედიტაციას მოახდენს,"- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან".

 

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ