21:55 04.02.2021
სისხლიანი ანგარიშსწორება წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება - შურისძიება ფოთში

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, დღეს ფოთის ცენტრში მომხდარი მკვლელობის მოტივი. როგორც „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი იტყობინება, სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება. საუბარია 2006 წელს მომხდარ მკვლელობაზე. მაშინ ახალგაზრდა მამაკაცი, გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 2006 წლის მკვლელობაში გურამ ახალაიას ადანაშაულებდნენ, რომელიც მას შემდეგ საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ახალაია საქართველოში რამდენიმე ხნის წინ დაბრუნდა და დღეს ის ფოთის ცენტრში ჩაცხრილეს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გურამ ახალაია 2006 წელს მოკლული მამაკაცის ძმამ, შალვა შალიკაშვილმა შურისძიების მიზნით მოკლა.

 

შალიკაშვილმა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, 43 წლის ახალაიას ცხრა ტყვია აქვს მოხვედრილი. იგი შვილს ელოდებოდა, რომელიც ფოთის საზოგადოებრივ ცენტრში იყო შესული.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge