დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"ზურიკოს კალანდა“ - გიორგი კეკელიძის ახალი ამპლუა და ფილმის დებიუტი 05.02.2021 13:24

მწერალი გიორგი კეკელიძე, საზოგადოების წინაშე ახალი და ძალიან საინტერესო ამპლუით წარდგა. მან ამჯერად, ძალები რეჟისურაში მოსინჯა და სულ ახლახანს,  ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან ერთად, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით, - „ზურიკოს კალანდა“ - შემოგვთავაზა. (ფილმი იხილეთ ბმულზე.)

 

გურიაში მცხოვრები ერთი პერსონაჟის  ახალი წელი - კალანდა  ერთი მხრივ გაჭირვებითა და სევდით, მეორე მხრივ კი იუმორითა და სიმღერითაა გაჯერებული. 21- საუკუნის სამწუხარო რეალობა, რომელიც ტრადიციასა და სოციალურ მდგომარეობაში გამოიხატება. კადრები, რომელმაც შეიძლება გული გატკინოს და გაგახაროს კიდეც

 

გურიაში, .. ძველ ახალ წელს ანუ კალანდას საგანგებოდ აღნიშნავენ. ფილმი სოფელზე და რეალურ  ადამიანზეა, ახალი წლის მოლოდინსა და წინა დღის სამზადისზე.

 

როგორც გიორგი კეკელიძე ჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს, მათი მთავარი მიზანი იყო, ეჩვენებინათ ის კალანდა, რაც რეალურად  გურიაში დგება და არა ის, რასაც ტელესიუჟეტებში, ცოტა უფრო კარნავალურად ვაჩვენებთ.

 

ფილმი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბუკის ციხის მკვიდრ ზურიკოზეა. მისი ერთი დღის ფრაგმენტული განდობით, ვეცადეთ ნამდვილი კალანდა გვეჩვენებინა. - ერთის მხრივ, ყოფითი ჩვეულებრივობით, გაჭირვებითა და სევდით, ხოლო  მეორეს მხრივ, - იუმორითა და სიმღერით, რომელიც, ალბათ არის კიდეც ამ სირთულეების დაძლევის საუკეთესო გურული რეცეპტი.


ეს ჩემი და ნათელა გრიგალაშვილის ერთობლივი პროექტია. ჩვენ დავდიოდით სოფელ-სოფელ, საკუთარი საქმეების შესაბამისად და გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივად გაგვეკეთებინა მინი ფილმები.


ამჟამად, ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტ სოფელ ღორჯობში და უკვე მეორე ფილმს ვიღებთ. ვფიქრობ, რომ ესეც  ძალიან საინტერესო იქნება,“- აცხადებს გიორგი კეკელიძე.

 

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ამ სერიის კიდევ ცხრა ფილმს უნდა ველოდეთ.


„ATINATI.COM არის ასეთი პლათფორმა, რომელიც გულისხმობს დაინტერესებული ადამიანებისთვის საზღვარგარეთ საქართველოს გაცნობას და ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიას, სწორედ მათთვის ვაკეთებთ.


ამ მცირე ფილმს, სწორედ იმ საღამოს ვაქვეყნებთ, როცა მისი ერთი გმირი, როსტომ სიხარულიძე, ბუკისციხეში დაკრძალეს. ამ ფილმში ბაბუა როსტომი ვეღარ მღერის, მაგრამ ის დიდი არტისტიზმი მაინც ეტყობა, პირველად, ლევან კოღუაშვილის ვიდეოში რომ ვნახე, სადაც ზურიკო და მამამისი ერთად მღერიან“, - დასძენს გიორგი კეკელიძე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ