დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ფრიდრიხ ებერტის საერთაშორისო ფონდის ეგიდით, დროული და საჭირო კვლევა ჩატარდა - გიორგი ცუცქირიძე 05.02.2021 13:46

მიმაჩნია, რომ მეტად დროული და ამასთან საჭირო კვლევა ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის საერთაშორისო ფონდის ეგიდით (ავტორები მერაბ კაკულია და ნოდარ კაპანაძე) რომელიც სიმულაციური ანალიზის მოდელირებით გვიჩვენებს ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენას დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. 
"ეს კვლევა კი უპირველესად იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ტელესივრცე და სოციალური ქსელები ფაქტიურად წალეკა ცალკეულ ექსპერტთა თუ პოლიტიკოსთა პოპულისტურმა და ნაკლებად არგუმენტირებულმა კომენტარებმა, საქართველოში ეკონომიკის სრულ ჩამოშლაზე, უმუშევრობის და სიღარიბის დონის კატასტროფულ მაჩვენებელზე, რაც მთავრობის არაეფექტურ მენეჯმენტს და სულაც ანტიკრიზისული გეგმის არქონას ბრალდება.
ეს შეფასებები, რომ აცდენილია რეალობას ამ კვლევის მიხედვითაც, ჩანს. სიმულაციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ანტიპანდემიური შეზღუდვების უშუალოგავლენა დასაქმებასა და უმუშევრობაზე, ასევე მთავრობის გადაუდებელი ანტიკრიზისულ ღონისძიებათა როლი დასაქმებასა და უმუშევრობაზე ანტიპანდემიური შეზღუდვების, მათ შორის, ლოკდაუნის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად მნიშვნელივანი იყო.
1. კრიზისი, რომ 2019 წელს დაწყებულიყო, სახელმწიფოს ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე უკიდურესი სიღარიბის დონე 24.8 პროცენტამდე გაიზრდებოდა, მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებების შედეგად კი, ესმაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდებოდა; უკიდურესი სიღარიბის დონის ზრდა ყველაზე დრამატული მე-2 კვარტალში იქნებოდა, როდესაც ის 30.5 პროცენტს მიაღწევდა, ხოლო მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების შედეგად ზრდა უმნიშვნელო (0.1 პროცენტული პუნქტი) იქნებოდა.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ანტიკრიზისული პროგრამა საკმაოდ მაღალი სიზუსტით იყო დამიზნებული უშუალოდ ყველაზე მოწყვლად ფენაზე;
2. 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით, 2020 წლის მე-2 კვარტალში 6.4-ჯერ არის გაზრდილი ისეთი დასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც განაცხადეს, რომ შინამეურნეობათა ინტეგრირებული გამოკვლევის გამოკითხვის წინა შვიდი დღის განმავლობაში ჰქონდათ სამუშაო, რომელსაც დროებით ვერ ასრულებდნენ და შესაბამისად დასაქმებულების ამ კატეგორიის რაოდენობის50 ათასიდან 322 ათასამდე ზრდა, რაზეც არასწორი აქცენტები ხდება, არა არაეფექტური ანტიკრიზისული მენეჯმენტით, არამედ მხოლოდ პანდემიით პროვოცირებული კრიზისით შეიძლება აიხსნას;
3. თუ დასაქმებულებიდან გამოვყოფთ 272.1 ათას დროებით უმუშევარს და სოფლის მეურნეობაში ,,ახალ“ - 32.7 ათას თვითდასაქმებულს და მივუმატებთმათ 2020 წლის მე-2 კვარტალში დაფიქსირებულ 235.9 ათას უმუშევარს, მივიღებთ, რომ უმუშევრობის დონე 28.2 პროცენტი შეიძლება ყოფილიყო;
რაც მთავარია, დამატებით 272 ათასი ადამიანის დასაქმებულის რეჟიმიდან დროებით უმუშევრის რეჟიმში გადასვლა, უპირველეს ყოვლისა, ანტიპანდემიურმაშეზღუდვებმა გამოიწვია, ხოლო ის გარემოება, რომ ეს კონტინგენტიმთლიანად არ გადავიდა შსო-ს კრიტერიუმით უმუშევართა კატეგორიაში და სამუშაოს აღდგენის იმედად დარჩა, იმ პოზიტიურმა მოლოდინმა განაპირობა, რომელიც მასშტაბურმა საერთაშორისო ფინანსურმა დახმარებამდა მის საფუძველზე ქვეყნის ხელისუფლების მიერ კრიზისიდან გამოსვლის
გრძელვადიანი ღონისძიებების პაკეტის შემუშავებამ შექმნა;
ამასთან, გაანგარიშებებმა აჩვენა, რომ უმუშევრობის დონე, რომელიც 2016 და 2017 წლებში გარკვეული ზრდის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, რომ არა პანდემიით პროვოცირებული კრიზისი, 2020 და 2021 წლებშიც განაგრძობდა შემცირებას.
სიმულაციური ანალიზის შედეგების მიხედვით, უმუშევრობის დონე 2020 წელს შეიძლება 20.4 პროცენტამდეც კი გაზრდილიყო, მაგრამ მთავრობისანტიკრიზისული ღონისძიებების შედეგად, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ,
16.7 პროცენტამდე შემცირდება.
4. სამთავრობო პროგრამების ეფექტურობაზე ის ფაქტორიც მიუთითებს, რომ 2020 წლის ანალოგიური ანტიპანდემიურიშეზღუდვებისა და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების 2021 წელსგაგრძელების გარეშე, უმუშევრობის დონემ 2021 წელს, შესაძლოა, 26.9 პროცენტს მიაღწიოს, ხოლო ანტიკრიზისული პროგრამების გაგრძელების შემთხვევაში, 2021 წელს უმუშევრობის დონე მხოლოდ 20.0 პროცენტამდე გაიზრდება;
5. სიმულაციური ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, წლიური მონაცემებით, 2020 წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო შემოსავალი თვეში შეიძლება 1144 ლარიყოფილიყო, რაც 2009-2019 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის ბუნებრივიგაგრძელება იქნებოდა.
ანტიპანდემიური შეზღუდვების გამო, მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 1045 ლარამდე შემცირდებოდა, მაგრამ მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, ნომინალური შემოსავლების სავარაუდო დონე თვეში საშუალოდ 1067 ლარის მახლობლობაში იქნება;
6. წლიურ მონაცემებით, 2020 წელს უკიდურესი სიღარიბის ოფიციალური დონეშეიძლება 19.5 პროცენტამდე ჩამოსულიყო, რაც 2012-2019 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის ბუნებრივი გაგრძელება იქნებოდა.
7. სიმულაციური ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, წლიური მონაცემებით, 2020 წელს ერთი შინამეურნეობის საშუალო შემოსავალი თვეში შეიძლება 1144 ლარიყოფილიყო, რაც 2009-2019 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის ბუნებრივი გაგრძელება იქნებოდა", - წერს გიორგი ცუცქირიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ