ლარი ასახავს იმას, რაც საქართველოს ეკონომიკას ჭირს - ლადო პაპავა

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი პრობლემები შეუქმნა. ამ მხრივ, არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და იმ ფონზე, როდესაც კოვიდ 19-თან ბრძოლის  არანაირი გამოცდილება  არ არსებოდა, ისედაც არც თუ ისე ძლიერი ქართული ეკონომიკა, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. შეჩერებულ ბიზნესს და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ლარის გაუფასურებაც დაერთო.

 

როგორ შეეხო გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოს და სად არის გამოსავალი? -  ამ თემებზე ჯორიან თამსს ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა:

 

- ბატონო ლადო, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რა გავლენა მოახდინ ქართულ ეკონომიკაზე?

 

- კოვიდ-19-თ გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი  მსოფლიო ფენომენია, რამაც, მეტ-ნაკლებად, ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე იმოქმედა და გასაკვირი არ არის, რომ საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ასევე მოექცა ამ კრიზისში.

 

კრიზისის გამომწვევი მიზეზი, ამ შემთხვევაში, არის არა ეკონომიკაში დაშვებული რაიმე შეცდომა, არამედ - პანდემია. პანდემია, რომლის მართვის ყველაზე ეფექტიან საშუალებას, დღესდღეობით, ადამიანთა შორის დისტანცირება წარმოადგენს. დისტანცირების დაცვა, კი, ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკის სხვადახვა სფეროს გაჩერებას განაპირობებ. სწორედ ამან გამოიწვია კრიზისი. ეს კრიზისი ეკონომიკური მეთოდებით ვერ დასრულდება, რადგან, პირველ რიგში, პანდემია უნდა იქნას დაძლეული მედიცინის მიერ. მანამდე კი, კრიზისი გაგრძელდება გლობალურადაც და საქართველოშიც.

 

საქართველოს ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო. 2020 წელი  ეკონომიკური ვარდნით დასრულდა და ვარდნამ 6,19% შეადგინა. როგორ შეაფასებდით მთავრობის საქმიანობას, რომელიც მან კრიზისის დასაძლევად განახორციელა?

 

- კორონავირუსის პანდემია  მსოფლიოსთვის არის ახალი. ამიტომ, რაიმე მკაფიო კრიტერიუმი კრიზისის დროს რომელი ღონისძიებების გატარებაა უფრო შედეგიანი და რომელი ჯობ არ გატარდეს არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს მსგავსი გამოცდილება და შესაბამისად, რეკომენდაციები. ამიტომ, სხვადასხვა მთავრობა, თავისი ცდის და შეცდომის მეთოდით მოქმედებს. განსხვავებულად იმოქმედა, მაგალითად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, საფრანგეთის, თუ გერმანიის მთავრობებ.


არსებობს მთავარი პრინციპები, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ დაეხმარო სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, ანუ მოამზადო დახმარების სოციალური პაკეტი და მაქსიმალურად ხელი შეუწყო დროებით შეჩერებულ ბიზნესს. ეს ორი  პრინციპი არის დასაცავი და საქართველოს მთავრობა ნამდვილად ცდილობს გაკეთებას. არიან ეკონომიკურად მდიდარი ქვეყნები, რომელთა ხელთ არსებული რესურსიც უფრო დიდია.


საქართველო, ეკონომიკურად შედარებით ჩამორჩენილი ქვეყანაა, ამიტომ, ჩვენი რესურსი აშკარად მწირი ისეთივე პაკეტის განხორციელებისათვის, როგორიც გააკეთა, მაგალითად, აშშ-მა თუ ევროკავშირის წევრმა რომელიმე სახელწმწიფომ. რადგანაც ერთიანი კრიტერიუმი ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების არ არსებობს, უფრო ზუსტი ანალიზი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრიზისი დასრულდება და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიხედვით დაგროვდება გამოცდილება. მათ შორის, საინტერესოა ზოგიერთი აფრიკული ქვეყენის გამოცდილება, რომელთაც, სხვადასხვა ვირუსული დააავადებების წინააღმდეგ მოქმედების გამოცდილება უკვე ჰქონდათ. საბოლო შეფასება ჯერ-ჯერობით ნაადრევია...

 

- თქვენი აზრით, პანდემიის პირველი ტალღის დროს, ქვეყნის სრულმა ჩაკეტვამ რა შედეგები მოიტანა?

 

- პირველი ტალღის დროს, ქვეყნის ჩაკეტვამ პრაქტიკულად ასპროცენტიანი შედეგი გამოიღო. პროცესი იყო მართვადი. აგვისტოდან, კორონავირუსმა აჭარაში იფეთქა, მაგრამ, სამწუხაოდ, ის არ ჩაკეტეს. ეს დამეთხვა წინასაარჩევნო პერიოდს, ამაც, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და გაართულა. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი ჩაიკეტება ქვეყანა, კორონავირუსის გავრცელების ტემპები იზღუდება, როცა გაიხსნება კი, - პირიქით.


მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობ. ქედან გამომდინარე, პირველი ტალღისას, მთავრობის მოქმედება დადებითად უნდა შეფასდეს. ხოლო მეორე ეტაპზე, ვგულისხმობ 2020 წლის შემოდგომას, მთავრობას ქვეყანა რომ არჩევნების დროს ჩაეკეტა, მერე იტყოდნენ, - დემოკრატიული არჩევნების ჩატარება არ უნდაო. არჩევნებზე ჩამოსულმა დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი, იმასთან დაკავშირებით, რომ კორანავირუსის ეპიდემიის მიუხედავად, ქვეყანამ არჩევნები მაინც ჩაატარა.

 

- რეგულაციების სრულად მოხსნის შემდეგ რამდენად შეძლებს ქართული ეკონომიკა "გამოცოცხლებას"?

 

ჯერ პანდემია არ დასრულებულ და ამიტომ, ეკონომიკაც ვერ გამოცოცხლდება. რეგულაციების სრულად მოხსნა პანდემიის დასრულებამდე გამორიცხულია. პირბადის ტარება გარანტირებული გვაქვს კიდევ დიდხანს, დისტანციის დაცვაც ასევე აუცილებელია. ეკონომიკის სრულ გამოცოცხლება-აღდგენაზსაუბარი, სამწუხაროდ, ძალიან ნაადრევია.

 

- ლარის მდგომარეობაც არასახარბიელოა. რა გავლენა იქონია მასზე პანდემიამ?

 

- ლარი ასახავს იმას, რაც საქართველოს ეკონომიკას ჭირს. ჩვენი ეკონომიკა მომხმარებლური მოდელის საფუძველზე ჩამოყალიბდა. საქართველო უფრო მეტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს. ეს არის მტკივნეული შეფასება, თუმცა, ჩვენ, სამწუხაროდ, ვყალიბდებით როგორც მომხმარებელი ერი და არა მწარმოებელი. ასეთ ვითარებაში, საგარეო სავაჭრო ოპერაციების გათვალისწინებით, ქვეყნიდან უფრო მეტი დოლარი გადინება, ვიდრე - შემოდინება. ეს, თავისთავად აისახება ლარის გაცვლით კურსზე. თუ ქვეყანამ არ დაიწყო წარმოების განვითარება, არ გახდა ექსპორტიორი, ამ პრობლემას ვერ დავძლევთ.


ცალკე თემაა საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედება ლართან მიმართებაში. პანდემიის დაწყებამდე, ეროვნული ბანკი აცხადებდა, რომ ლარის  კურსი მისი საზრუნავი არ არის. ეს მცდარი მიდგომაა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მითითებით შეცვალა სტრატეგიაც და ტაქტიკაც, რასაც მივესალმები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული, ვფიქრობ, ეროვნულ ბანკსაც დაუგროვდა გამოცდილება იმისა, რომ უკეთესად გაართვას თავი 2021 წელს ლარის გაცვლითი კურსის, მეტ-ნაკლებად, სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას.

 

-  სად ხედავთ გამოსავალს? რა უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდეს?

 

- ახლა ვერაფერს ვერ გააკეთებს, გარდა იმისა, რასაც აკეთებს. ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი: როდესაც სახლს ცეცხლი უკიდია, ამ სახლის რემონტს ვერ დავიწყებთ. ჯერ ცეცხლი ჩასაქრობი. დღეს, ჩვენ ეკონომიკას, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკას, პანდემიის ცეცხლი უკიდია. ამიტომ, საქართველოსა და ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი საზრუნავი არის პანდემიის ცეცხლის ჩაქრობა. ამის შემდეგ პოსტკრიზისული პროგრამების განხორციელება დაიწყება, სადაც, განსაკუთრებით საქართველოში, აქცენტი უნდა იქნ გაკეთებული ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებაზე. აუციელებელია სპეციალური, თანამედროვე  ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავება და ქვეყნის გადაყვანა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის რელსებზე. ამის გარეშე, წარმატებული ეკონომიკის პერსპექტივა საქართველოს არასდროს ექნება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 

 
 

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

პოლონური სასწაული და „შოკური თერაპია“

პოლონეთის ეკონომიკა მეექვსეა ევროკავშირში და უდიდესია ევროკავშირის ყოფილი აღმოსავლეთ ბლოკის წევრთა შორის.

თებერვალი 24 , 2020

"2020-2024 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაშიც ყველაზე მაღალი 5%-იანი ზრდა"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიში, რომელიც გასულ წელს აფასებს, განსაკუთრებით როგორც არასდროს დღეს რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი:

თებერვალი 13 , 2020

დიდი ბრიტანეთი კეინსიდან დღემდე - ციკლიდან ეკონომიკის გაკვეთილები

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის და დაბალი გადასახადების პრინციპებს და მიუხედავად მომსახურების სერვისების პრიორიტეტისა, არის წარმოებაზე და ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გერმანიის და იაპონიის მსგავსად.

იანვარი 27 , 2020

"ქვეყანაში წარმოქმნილი არასტაბილურობა გაურკვევლობასა და ნეგატიურ მოლოდინებს წარმოქმნის, პირველ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, სხვა საკითხებმა, მათ შორის ეკონომიკამაც მეორე პლანზე გადაიწია.

ნოემბერი 19 , 2019

"ქვეყანას ნამდვილად აქვს სწრაფი ზრდის ეკონომიკური და ადამიანური რესურსები, რაც გაზრდის შემოსავლ

მე ამ თემაზე მსჯელობისას სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის არსი არის ეროვნული შემოსავლის პროგრესიული ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში.

ნოემბერი 14 , 2019

წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც.

ოქტომბერი 29 , 2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს ადასტუ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.

სექტემბერი 19 , 2019

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორ

მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები.

სექტემბერი 12 , 2019

"ქართულ ოცნებას" უკვე მეორე ფრონტზე - ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ მოუწევს არც თუ იოლი პო

"ორი ფრონტი" კი არა, არამედ ორმაგი ბუნება და შიდა წინააღმდეგობა "ქართული ოცნებისა" :

აგვისტო 29 , 2019

ეს არის საქართველოს მთავარი მტერი, რომელსაც საუბედუროდ - ოკუპირებული აქვს ქვეყანა!

ნიჰილიზმზე ვწერდი და ზოგი მთხოვს, მაგალითები მოიყვანე, რომ უფრო თვალსჩინო და გასაგები იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობაო.

აგვისტო 15 , 2019

"2008-2012 წლებში ქვეყანა სრულ ეკონომიკურ კოლაფს საერთაშორისო დახმარებამ გადაარჩინა"

2008 წლის აგვისტოს ომის შეფასებისას, ბევრი ითქვა და დაიწერა, როგორც ქართულ ისე უცხოურ პრესაში.

აგვისტო 08 , 2019

"ლარს და მთავრობას კი არ უნდა ჩავუდგეთ კრიჭაში, არამედ ემბარგოს დამწესებელს"

ყველაზე ცუდი ისაა, რომ დარგის პატივსაცემი, ან აღიარებული სპეციალისტები, ან მიკერძოებულ განცხადებას აკეთებენ, ან დუმან.

აგვისტო 01 , 2019

"კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს"

ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის.

აგვისტო 01 , 2019

"ივნისში ეკონომიკის 5 %-იანი ზრდა საგარეო კურსზე რევოლუციური სცენარის ღია ზეგავლენას ადასტურებს

2019 წლის ივნისშის წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის საშუალო ზრდა 4.9 პროცენტს გაუტოლდა.

ივლისი 31 , 2019

"შემაგინე და გესვრი"- პუტინის შურისძიება გინებაზე

ერს არ გვაქვს ცივი გონება, თუ როგორ უნდა გავუმკვლავდეთ საფრთხეებს. ყველაფერი წალეკა პოპულიზმმა და ძალაუფლებისთვის ბრძოლამ.

ივლისი 10 , 2019

"საქართველო „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერია"

2 ივლისს, ქ. პარიზში "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის „მცირე ბიზნესის აქტის“ რეიტინგში ლიდერად დასახელდა.

ივლისი 03 , 2019

"პროპორციული არჩევნებით პოლიტიკა ადგილობრივ კონტექსტს უმეტესწილად დაკარგავს"

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ, რაც გუშინ თუნდაც ფბ-ზე ხშირად და ხაზგასმით აღინიშნა, ის არის, რომ ადგილობრივ კონტექსტს, თუკი სრულიად საქართველოს ერთიანი სიებით იქნება არჩევნები, მთლიანად თუ არა, დიდწილად დაკარგავს ეროვნული პოლიტიკა.

ივნისი 25 , 2019

„სსფ-ის ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს უწყობს სწრაფ და ინკლუზიურ ზრ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაასრულა საქართველოსათვის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (Extended Fund Facility), ფარგლებში მეოთხე მიმოხილვა.

ივნისი 20 , 2019

საკრედიტო ექსპანსია ეკონომიკაში ღრმა რეცესიას წარმოშობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ „ეკონომიკა და საბანკო საქმე“ ბოლო ნომერში ძალზე საინტერსო მასალა გამოქვეყნდა „ჭარვალიანობის“ ზეგავლენაზე მოხმარებაზე და ეკონომიკურ რეცესიაზე, რომელიც განხილულია 2015-2016 წლებში, ბრაზილიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე.

ივნისი 17 , 2019

„დამაიმედებელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და რეფორმები, ქმნის წინაპირობებს ინკლუზიური ზრდისათვის“

მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც მომსახურების სექტორში, ასევე ეკონომიკის რეალურ სექტორში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში;

მაისი 31 , 2019