დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ბათუმის სტადიონი StadiumDB.com-ის მიერ დაწყებულ ტრადიციულ გამოკითხვაში მოხვდა 09.02.2021 17:01

ბათუმის ახალი სტადიონი ინტერნეტ-გვერდის, StadiumDB.com-ის მიერ დაწყებულ ტრადიციულ გამოკითხვაში მოხვდა, რომლის მიზანიც გასულ წელს აშენებული მსოფლიოს საუკეთესო სპორტული არენის გამოვლენაა.

 

ვებ-გვერდის გამოკითხვაში 2020 წელს გახსნილი 20 სტადიონი მოხვდა. წლის საუკეთესო სტადიონს ჟიური არჩევს, რომელიც ცნობილი არქიტექტორებისგან შედგება, საუკეთესოს კი შემდეგი პარამეტრებით არჩევენ – არქიტექტურული, ფუნქციონალური და ინოვაციური კუთხით.

 

გამოკითხვა ტარდება გულშემატკივრებში, ხოლო ჟიური საკუთარ გადაწყვეტილებას გამოიტანს. გულშემატკივარმა უნდა შეარჩიოს საუკეთესო 5 არენა, პირველზე გასული 5 ვარსკვლავით უნდა მოინიშნოს, მეორეზე – 4 ვარსკვლავით და ა.შ.

 

ბათუმის სტადიონის გარდა, 20 საუკეთესოს შორის მოხვდნენ არენები, რომლებიც ააშენეს ყატარში, აშშ-ში, ისრაელში, ინგლისში, თურქეთში, ჩილეში, იაპონიაში, ავსტრალიაში, შვეიცარიაში, კოტ დივუარში, რუმინეთში, მალაიზიასა და ჩინეთში.

 

გამოკითხვა 7 მარტს დასრულდება, შედეგები კი 2021 წლის 10 მარტს გასაჯაროვდება. ხმის მიცემა შეგძლიათ ამ ბმულზე – ხმის მიცემა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ