დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა 09.02.2021 21:52

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ხმაური სამოქალაქო აქტივისტების მიერ სამხარეო ადმინისტრაციის მიმდებარედ ე.წ. ტროტუარის მოხატვის მცდელობას მოჰყვა. აქტივისტებმა აქცია სამხარეო ადმინისტრაციასთან გამართეს, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს. მათ თან ბადრი ესებუას ფოტოები ჰქონდათ.

 

"ჩვენ დღეს დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი იმიტომ რომ ეს კომენდანტის საათი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის შემაკავებელი ხალხის, რომელიც უბრალოდ შიმშილობს, ვერ ეგუება უსამართლობას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, ეს ფორმები იქნება რადიკალური. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ იყოს კანონის დაცვით, მიუხედავად იმისა რომ მთავრობა არღვევს ყველანაირ კანონს", - განაცხდა ირაკლი კვარაცხელიამ.

 

სამოქალაქო აქტივისტები ამ დროისთვის საპროტესტო კარავში იმყოფებიან. ისინი ჯერჯერობით "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის არ დაუჯარიმებიათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ