დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ამერიკელი სენატორების უმრავლესობა ბაიდენს მოუწოდებს თურქეთში არსებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში ზომები მიიღოს 10.02.2021 16:54

ვაშინგტონი (როიტერი) - შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა უმრავლესობამ სამშაბათს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა გაატაროს შესაბამისი ზომები თურქეთში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.   

 

100 სენატორიდან ორმოცდათოთხმეტმა ხელი მოაწერა შესაბამის დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია ის ფაქტი, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახდენს შიდა ოპოზიციის მარგინალიზებას, ახორციელებს ზეწოლას კრიტიკულ მედიაზე, აპატიმრებს ჟურნალისტებს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელ მოსამართლეებს.  

 

„მოგიწოდებთ, მიუთითოთ პრეზიდენტ ერდოღანს და მის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტონ განსხვავებული პოზიციის მქონე მხარის დევნა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, გაათავისუფლონ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები და სინდისის პატიმრები და უარი თქვან ავტორიტარულ მმართველობაზე“ - ნათქვამია დოკუმენტში.

 

როგორც ცნობილი გახდა, ნატო-ს წევრ თურქეთს სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა თურქეთს დააკისრა სანქციები რუსეთის ფედერაციისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო.

 

ბაიდენისგან მოელიან, რომ ის მკაცრ პოზიციას დაიჭერს ანკარასთან მიმართებაში ამ უკანასკნელის მიერ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დაღვევების გამო. 2016 წლის წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანის ხელისუფლებამ თავისუფლება აღუკვეთა 300 000 პირს და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა 150 000 საჯარო მოხელე. დაიხურა ასობით მედია ორგანიზაცია და დაპატიმრებულ იქნა ათობით ოპოზიციონერი კანონმდებელი.  

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ