დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

გრეგორი მამკა - სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება და ეს უნდა იყოს მისი ჩამოშორება ყველაფრიდან, მისნაირ ადამიანებთან უნდა იყო ფრთხილად 10.02.2021 21:20

მიხეილ სააკაშვილი არ არის სახელმწიფო მოხელე. ის ხელმძღვანელობს საბჭოს, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს. ის არ აწერს ხელს არანაირ სახელმწიფო დოკუმენტს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, გრეგორი მამკამ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება და მკურნალობა უნდა იყოს მისი ჩამოშორება ყველაფრიდან.

 

„სააკაშვილს არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს. ასეთი ტიპის გამოსვლებს ვისმენთ უკვე ხუთი წელია. აკეთებს განცხადებებს და მტკიცებულებები არ აქვს. როდესაც განცხადება არის ფაქტების გარეშე, სამწუხაროდ, უკრაინაში ამაზე არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს, გარდა პოლიტიკურისა. ჩემი პოზიცია ასეთია, როდესაც ადამიანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ეს პრობლემაა. მას მკურნალობა სჭირდება და მკურნალობა უნდა იყოს მისი ჩამოშორება ყველაფრიდან. სააკაშვილისნაირ ადამიანებთან უნდა იყო ძალიან ფრთხილად. უფრო მეტიც, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ეთერებით ისაუბრონ და არ უნდა გააჟღერონ ვითომ უკრაინის პოზიცია საერთაშორისო დონეზე. როდესაც ასე ყველაფერს ლაპარაკობს მტკიცებულებების გარეშე და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწევს პასუხის გაცემა, თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლო“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა. იგორ დოლგოვმა კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ