დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ცნობილი ხდება ვაქცინა, რომლითაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეორეჯერ აიცრა 11.02.2021 17:24

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა, - ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

ერდოღანმა ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ის მიერ შექმნილი ვაქცინის, CoronaVac-ის, პირველი დოზა პირდაპირ ეთერში 14 იანვარს გაიკეთა.

 

თურქეთში კორონავირუსის წინააღდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა 14 იანვარს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 2.6 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ