17:31 11.02.2021
Facebook პოლიტიკური კონტენტის შემცირებას აპირებს

Facebook ცდილობს ნაკლებად პოლიტიკური გახდეს და გადაწყვიტა, დღეს News Feed-ში მსგავსი კონტენტი შეამციროს. ტესტიება მხოლოდ ერთი დღით გაგრძელდება და მიღებული შედეგის მიხედვით გადაწყვეტენ, მომავალშიც შეიზღუდება თუ არა პოლიტიკური კონტენტი.

 

ამ ეტაპისთვის ტესტირება მომხმარებელთა მცირე ჯგუფზე ტარდება, შერჩეულ ბაზრებზე, მათ შორის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში. რა თქმა უნდა, არც ახლა და არც მომავალში შეზღუდვები გავლენას არ იქონიებს ჯანმრთელობის ორგანიზაციების და ოფიციალური სამთავრობო უწყებების შინაარსზე.

 

ორი წლის წინ სოციალური ქსელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც კონკრეტულ კონტენტს შეეხებოდა, ავტომატურად გაზრდიდა მეგობრებისა და ოჯახის წევრების სიახლეების ჩვენს News Feed-ში ჩვენების ალბათობას. თუმცა ახლა შეზღუდვები უშალოდ პოლიტიკურ შინაარსს ეხება.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge