დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა თეორია ღიად რჩება - ჯანმოს დირექტორი 12.02.2021 12:17

კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა თეორია ღიად რჩება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 

აღნიშნული განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ორი კვირით ჩინეთში იმყოფებოდა, თქვა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების თეორია ნაკლებად სავარაუდოა.

 

„როგორც იცით, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომლებიც ვირუსის წარმოშობას და გავრცელებას იძიებს, ჩინეთში მუშაობა დაასრულა. პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ამ ადამიანებს გაწეული სამსახურისთვის. ეს იყო ძალიან რთულ პირობებში ჩატარებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო სამუშაო. ექსპერტთა ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. წამოიჭრა რამდენიმე შეკითხვა, რამდენიმე თეორიაზე თითქოს ითქვა, რომ ისინი აღარ განიხილება. მინდა განვმარტო, რომ ყველა თეორია ღიაა და ითხოვს შესწავლას“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

 

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში 14 იანვარს ჩავიდა. ისინი ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, სადაც „კოვიდ-19“-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ექსპერტებმა ჩინეთში მუშაობა უკვე დაასრულეს. მედიისთვის გამართულ პირველ კონფერენციაზე კი განაცხადეს, რომ სიახლეები არის თუმცა, პანდემიის შესახებ არსებული სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ