აშშ-ში გაცნობის სერვისის Bumble-ს მფლობელი 31 წლის უიტნი ვულფ ჰერდი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი გახდა. ამის შესახებ Forbes წერს. გამოცემის ცნობით მეწარმემ ქონება დამოუკიდებლად დააგროვა. Forbes ცნობით Bumble-ს აქციები 77%-ით გაძვირდა. შესაბამისად ჰარდის კაპიტალი $1,6 მილიარდს გაუტოლდა. ის 21,54 მილიონ აქციას ფლობს, რაც კომპანიის 11,6 %-ია. Bumble აშშ-ში ყველაზე მზარდი გაცნობის სერვისია. შედეგად ჰარდი Forbes სიაში მოხვდა და 2020 წელს ყველაზე წარმატებულ მეწარმე და ხელმძღვანელ ქალად დასახელდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge