დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ბარი "ჯაფარასთან", დაჯარიმების მიუხედავად, თუ საქმიანობას გააგრძელებს, ობიექტი დაილუქება 14.02.2021 01:37

შრომის ინსპექციის სამსახურის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მაია მიქაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ბარი "ჯაფარასთან" დაჯარიმების მიუხედავად საქმიანობას კვლავ გააგრძელებს, ობიექტი დაილუქება. როგორც მაია მიქაია აცხადებს, ყველა არანებადართულ საქმიანობაზე, რომელიც გამოვლენილი იქნება შესაბამისი სანქცია იქნება გამოყენებული.

"შრომის ინსპექცია ახორციელებს მონიტორინგს საქართველის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობაზე. შესაბამისად, აღმაშენებლის 45 ნომერში დადასტურდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი, რისთვისაც შესაბამისი სანქცია იქნა გამოყენებული. შრომის ინსპექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს შესაბამის ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობას ყველა არანებადართულ საქმიანობაზე, რომელიც გამოვლენილია, შესაბამისი სანქცია იქნება გამოყენებული. განმეორებით შემთხვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე ხორციელდება ობიექტის დალუქვა",-აცხადებს მაია მიქაია.

 

ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა და ობიექტი 2000 ლარით დააჯარიმა.

ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს,19.00 საათზე გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ