დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მოზარდი სასტიკად იყო ნაცემი - ვინ იძალადა ნინიზე? 14.02.2021 16:22

14 წლის გოგონას ოჯახი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. მანამდე მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ურთიერთბრალდებები ისმის. "კურიერთან" კომენტარს აკეთებს არასრულწლოვნის ძმა, რომელიც ირწმუნება, რომ დაღუპულს ბიძა და პაპა კარგად ექცეოდნენ და ის ოჯახში ძალადობას არ განიცდიდა.

"ნინი ჰყავდა ყველას შვილივით, არავის ხელი არ ჰქონდა წაკარებული. ექსპერტიზის დასკვნა რომ მოვიდა, არაა ხელი წაკარებული, იმ ბიჭის, მარტო," - აცხადებს დაღუპული გოგონას ძმა.

საპირისპირო ვერსია აქვს ამ საქმეზე დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცის მამას, რომელსაც აქვს ეჭვი, რომ გოგონას თავი არ მოუკლავს. "ნინი იმ დონეზე იძულებული მიიყვანეს, რომ არასწორად ალაპარაკეს. ნინი არის მოკლული, სრული სიტყვის მნიშვნელობით. გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი შვილი არის სრულიად უდანაშაულო. ნინი და ჩემი შვილი ძმაკაცებივით იყვნენ, ყველა "სეკრეტი" იცოდა ჩემმა შვილმა. ის "სეკრეტი" უკვე მე ვიცი. თვითონ დედაც ამბობს, რა დონეზე აწვალებდნენ და რა დონეზე ჰყავდათ ბავშვი,"- აცხადებს დაკავებული პირის მამა.

 

“შაბათის მთავარის” ინფორმაციით, 14 წლის გოგოს ოჯახმა ექსპერტიზის დასკვნა გუშინ მიიღო. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მოზარდი სასტიკად იყო ნაცემი. ახლა წესით ის უნდა დადგინდეს, ვინ იძალადა ფიზიკურად ნინიზე – 23 წლის ნ.ტ.-მ, რომელსაც ოჯახი გაუპატიურებაში სდებს ბრალს თუ ნათესავებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არასრულწლოვანი ასე უნდა დაესაჯათ. არასრულწლოვნის დედას გამოძიების იმედი არ აქვს, მაგრამ პოლიციაში საჩივრის შეტანას აპირებს. მას მოზარდის ბაბუასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და შვილთან გამოსამშვიდობებლადაც მხოლოდ დაკრძალვის დღეს მიუშვეს. მერი რომანაძე ითხოვს, რომ პასუხისგებაში 23 წლის ნ.ტ.-ს გარდა, არასრულწლოვნის ბაბუა და ბიძაც მიეცნენ. ის ჯერ ვერაფერს ამტკიცებს, თუმცა ფიქრობს, რომ მისმა შვილმა თავი არ მოიკლა და ის ბაბუას შემოაკვდა, რადგან მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა. 

 

14 წლის გოგო 9 თებერვალს სახლთან გარდაცვლილი მისმა პაპამ იპოვა. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ