19:24 14.02.2021
პოლიტვეტერანების ანტი-საბოტაჟური საკანონმდებლო წინადადება: ექსტრემიზმის ზღვარდასადებად სამართლებრივი გამოსავალი

განმარტებითი ბარათი 

ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში დამატების ცვლილების შეტანის შესახებ“ პოლიტვეტერანების ანტი-საბოტაჟური საკანონმდებლო წინადადება: ექსტრემიზმის ზღვარდასადებად სამართლებრივი გამოსავალი

პოლივეტრერანების ამ ანტი-საბოტაჟურ, ანტი-ექსტრემისტულ პოზიციას უკვე ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია, რომ განცხადებას უერთდებიან ეროვნული მოძრაობის  ღვაწლმოსილი ვეტერანები,ისინიც, რომელთაც ხელი აქვთ მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტსა დაასევე, დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია აქვთ მიღებული; მათ შორის, უწინარესად  - ბ-ნი ნოდარ ნათაძე, როგორც ცოცხალი სახე და უდავოდ დღევანდელი პატრიარქი ეროვნული მოძრაობისა. ასევე, ბ-ნი პაატა კოღუაშვილი, რომლის გარჯა როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის, ასევე სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში საყოველთაოდ ცნობილი და დიდად დასაფასებელია; კიდევ ერთხელ მადლობა მათ, რადგანმათი ღვაწლი არასდროს იქნება დავიწყებული და როგორც მაგალითი,უდავოდ შთამაგონებელიაარა მხოლოდ თანამედროვეთათვის, არამედ ქართველთა მომავალი თაობებისთვისაც!

 

ნათქვამია, ყველაფერიახალი - კარგად დავიწყებული ძველიაო. როგორც ჩანს, კარგად დავიწყებული„ძველია“ ეროვნული მოძრაობაც; მაშასადამე, ის, ერთ დროს „განწირული  სულისკვეთებაც“, რაც მაშინ გვამოძრავებდა, როცა აბსოლუტურად უიმედოდ მიიჩნეოდა სამართლის აღსრულება - ე.ი. საბჭოთა იმპერიისგან საქართველოს გათავისუფლება;მაშინ ეს ერთგვარ თავზეხელაღებულობადაც კი გამოიყურებოდა; მიუხედავად ამისა, ჩვენ მაშინაც გვწამდა და დღესაც გვწამს, სამართლიანობა და სამართალი დაუმარცხებელია და ჩვენც სწორედ ამის - სამართლის  იმედი უნდა გვქონდეს; ამდენად, ამ „ძველი“ სულისკვეთების, რომ სამართლის აღსრულება, მაშინაც კი, როცა ეს  თითქოსდა შეუძლებლად გეჩვენება, ადამიანის არა მხოლოდ უფლება, არამედ უპირველესი მოვალეობაც არის, გახსენება -ის საფუძველია, რამაც ახალი უნდა შვას. სამართლი, როგორც მოვალეობა,   ყოველ ჯერზე თავიდან უნდა გავიხსენოთ და სახელმწიფოც განა სხვა რა არის, თუ არა სამართლის აღსრულება? სწორედ ამიტომ, ამ „ძველის“ გახსენებით ახლის დასაწყებად,  უახლოეს დღეებში, (კონკრეტული თარიღი, ცხადია, საჯაროდ  გამოქვეყნდება) იგეგმება ამ წამოწყებისთვის, რასაც სათანადოდ გაფორმებული საკანონმდებლო წინადადების სახე ექნება, ხელმოწერა და პარლამენტისთვის წარდგენა. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ყველას - შემოგვიერთდით!

 

ეს წამოწყება სხვა არაფერია, თუ არა შექმნილი ანომალური ვითარებისთვის სამართლით ზღვარის დადებისკენ მიმართული ნაბიჯი; ანომალია, რასაც დღეს საქართველოში თვალს ვადევნებთ, პოლიტიკური ექსტრემიზმით განპირობებულმა უკიდურესმა პოლარიაზაციამ შექმნა და საბოლოო ჯამში, ისეთწრეგადასულ სიშლეგედ გამოვლინდა, რაც საკუთარი ქვეყნის პარლამენტის საბოტაჟია. დარწმუნებული ვართ, ამ ვითარებას ზღვარი სწორედ სამართალმა უნდა დაუდოს, აღკვეთოს კიდეც და უკვე მოყენებული ზიანიც გამოასწოროს. ასევე, სამომავლოდაც სამართალმა უნდა მოახდინოს პრევენცია, რათა შეუძლებელი გახდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანოს წინააღმდეგ, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საბოლოო ჯამში  - ქვეყნის დასასუსტებლად, საბოტაჟის მტრულ იარაღად გამოყენება. ფართო საზოგადოებისათვის ცხადი რომ იყოს, რა არის ამ საკანონმდებლო წინადადების შინაარსი, ვაქვეყნებთ მომზადებულ კანონპროექტს და ასევე, მის განმარტებებსაც, რაც კანონპროექტის იურიდიულ დასაბუთებასაც მოიცავს.

 

 

კანონპროექტი

პროექტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსს“ (იხ. „საკანონმდებლო მაცნე“ https://matsne.gov.ge/document/view/1557168?publication=65, სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016032) დაემატოს შემდეგი რედაქციის 1961მუხლი:

 

„მუხლი 1961საქართველოს პარლამენტის პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრა და მანდატების ხელახალი განაწილება საქართველოს პარლამენტის სრულ შემადგენლობამდე შესავსებად

1. პარლამენტის წევრების მანდატების გაუქმების შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სიითი შემადგენლობა სრული შემადგნლობის 3/4-ზე ნაკლებია,  პარლამენტის სრულ შემადგენლობამდე შესავსებად  დაინიშნება  პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრა. დამატებითი კენჭისყრის ბიულეტენში შეიტანება  პროპორციულ არჩევნებში რეგისტრირებული სიებით 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე  პარტიები და საარჩევნო ბლოკები, გარდა იმ პარტიისა და საარჩევნო ბლოკისა, რომელმაც:
ა) პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი  საარჩევნო სია გააუქმა;

ბ) პროპორციულ არჩევნებში უკვე მოიპოვა  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის 21 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ზღვრული რაოდენობის მანდატები.

2. დამატებითი კენჭისყრით პარლამენტის სრულ შემადგენლობამდე შესავსებად მანდატები ხელახლა ნაწილდება  „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის 21 მუხლის მე-3 პუნქტით და ამ კანონის 196-ე მუხლის მე-3 და მე4 პუნქტებით დადგენილი წესით, პროპორციული არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბრის კენჭისყრისა და  დამატებით კენჭისყრაში მონაწილეთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების შესაბამისად, რისთვისაც:

ა) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტების მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა ნულის ტოლად მიიჩნევა;

ბ) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ნამდვილ ხმათა რაოდენობად მიიჩნევა  2020 წლის 31 ოქტომბრის კენჭისყრაში მიღებულ ნამდვილ ხმათა რაოდენობა;

გ) დამატებით კენჭისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ნამდვილ ხმათა რაოდენობად მიიჩნევა დამატებით კენჭისყრაში მიღებული ხმების რაოდენობა გაყოფილი დამატებით კენჭისყრაში მონაწილე ყველა სუბიექტის მიერ მიღებულ ნამდვილ ხმათა ჯამზე,  გამრავლებული 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ყველა იმ საარჩევნო სუბიექტის,  რომელმაც მანდატი ვერ მოიპოვა და რომელმაც გააუქმა საარჩევნო სია, მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე (მიღებული რიცხვი დამრგვალდება მთელ რიცხვამდე);

დ) თუ დამატებით კენჭისყრაში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად  მიიღო ერთი ან მეტი მანდატი, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუქტით მიჩნეულ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ნამდვილ ხმათა რაოდენობა ნაკლებია 31 ოქტომბერს მიღებულ ნამდვილ ხმათა რაოდენობაზე, მაშინ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ნამდვილ ხმათა რაოდენობად 31 ოქტომბერს მიღებული მიიჩნევა.”

 

3. 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების დამატებითი კენჭისყრა  ჩატარდეს  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2021 წლის არჩევნების დღეს.

4. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის არანაკლებ 25 მანდატის გაუქმებისთანავე.

5. ეს კანონი მოქმედებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებამდე. 


 

საქართველოს პრეზიდენტი

                                                                                     სალომე ზურაბიშვილი

 

განმარტებები კანონპროექტის შესახებ

I. კანონპროექტის მიღების მიზეზი: 

კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზეზია საქართველოს პარლამენტის საბოტაჟით შექმნილი ანომალური მდგომარეობის სამართლებრივი მოწესრიგება, საბოტაჟის პრევენცია, აღკვეთა და მისგან გამოწვეული დამაზიანებელი შედეგების რაც შეიძლება დროულად გამოსასწორებლად სათანადო სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.

ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; 

ოპოზიციის ნაწილის მიერ პარლამენტის საბოტაჟით, როდესაც პარლამენტში არჩეული 8 ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტიდან 6-მა საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიების ანულირება მოახდინა,  პარლამენტის 51 წევრის მიერ უფლებამოსილებების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში  მოქმედი კანონმდებლობის (იხ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 130-ე მუხლის 1-ელი პუნქტი) მიხედვით ამ წევრების მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება. შედეგად, შეიქმნება უპრეცენდენტოდ ანომალური მდგომარეობა, როცა საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობა შემცირდება 1/3-ზე მეტით. ეს ნიშნავს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, საკანონმდებლო ხელისუფლების არსებით დაზიანებას, ვინაიდან:

1) ამომრჩეველთანაწილი დარჩება საქართველოს პარლამენტში მის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა გარეშე, რაც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასება) მცდელობად აღიქმება;

2) არსებითად იზღუდება  ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი, უმთავრესი პოლიტიკური ორგანოს ის ფუნქციები, რაც დაკავშირებულია საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა, საკანონმდებლო საქმიანობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის განხორციელებისას საპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელოვან მონაწილეობით როლთან; მაგალითად, შეუძლებელი ხდება კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ისეთი მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელება, როგორებიცაა ოპოზიციის ინიციატივით: საპარლამენტო დებატების გამართვა,  დროებითი, მათ შორის საგამოძიებო კომისიების შექმნა, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა კონსტიტუციით დადგენილი თანამდებობის პირების მიმართ,   ინტერპელაციის წესით მთავრობისადმი, მთავრობის წევრის ანდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოსადმი ოპოზიციის შეკითხვით მიმართვა, ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სადავო ნორმატიული აქტის გასაჩივრება  და სხვ.

3) იზღუდება არა მხოლოდ ოპოზიციის მნიშვნელოვანი მონაწილეობითი როლი, არამედ მთლიანად პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი, უმთავრესი პოლიტიკური ორგანოს  ქმედ

უნარიანობაც,  მაგალითად: საერთოდ შეუძლებელი ხდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ანდა სახალხო დამცველის არჩევას ფაქტიურად მტელი სიითი შემადგენლობის მხარდაჭერა დასჭირდება;

4) არსებითად იზღუდება საკანონმდებლო ხელისუფლება, ვინაიდან პარლამენტი კარგავს შესაძლებლობას განახორციელოს სადამფუძნებელო ფუნქციები - მიიღოს კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური შეთანხმება ანდა თუნდაც ორგანული კანონი მიწის შესახებ;

5) არსებითად კნინდება სახელმწიფო სუვერენიტეტის განხორციელებისას საკანონმდებლო ხელისუფლების წამყვანი როლი, თუნდაც მხოლოდიმის გამო, რომ პარლამენტი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, მოახდინოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სახელმწიფო საზღვრებთან, მაშასადამე  - სახელმწიფოს სუვერენობასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული საკითხების,მომწესრიგებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსაცია და გაუქმება;ეს განსაკუთრებით ხაზგასასმელი და მტკივნეული პრობლემაა, რადგან ქვეყანა, რომელსაც აღსადგენი აქვს ტერიტორიული მთლიანობა და მეზობელ სახელმწიფოებთან სახელმწიფო საზღვრების თაობაზე ამჟამადაც გრძელდება საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის და შესაბამისი შეთანხმებების მომზადების პროცესი, ვერ მისცემს თავს უფლებას და ფუფუნებას, პარლამენტის ქმედუნარიანობა თუნდ იოტისოდენადაც ეჭვს ქვეშ დააყენოს და მისი უფლებამოსილებათა სისრულე რაიმეთი ფორმალურად ან მით უმეტეს - არსებითადაც, შეზღუდოს.

 

ზემოთ მოყვანილი არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ ზიანისა, რასაც ქვეყანას პარლამენტის საბოტაჟი მიაყენებს. რასაკვირველია, გარდა პარლამენტის ქმედუნარიანობისა და უფლებამოსილებათა სისრულის შეზღუდვისა, ეს საბოტაჟი წარმოადგენს მთლიანად ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მდგრადობისთვის არსებით გამოწვევას, ვინაიდან უკიდურესად ამწვავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას, დღითიდღე უფრო მეტად გვიბიძგებს ესკალაციისაკენ,  კვებავს მეტად საშიშ პოლიტიკურ  რადიკალიზმს, თუ საერთოდაც ექსტრემიზმს არა, რაც პანდემისაა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე,   აშკარად არის მასშტაბური დესტაბილიზაციის გამომწვევი ანგარიშსგასაწევი და სერიოზული ფაქტორი.

ამდენად, პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს ეს კანონპროექტი შემდეგია: არ გვაქვს დამოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში შესაქმნელია სათანადო საკანონმდებლო საფუძვლები და მექანიზმები, რათა რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს საბოტაჟით შექმნილი ანომალიური მდგომარეობა, გამოსწორდეს ზიანი, რაც პარლამენტს და ქვეყნას მიადგა, გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესი, რისთვისაც საბოტაჟის შედეგების პრევენციითა და აღკვეთის შედეგად, პოლარიზაციის ნაცვლად გზა გაეხსნას პატიოსან პოლიტიკურ კონკურენციას, პარტიათა პარტნიორობასა და თანამშრომლობას ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

II.არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა 

სამართლებრივი წინაპირობები, რაც არსებულ სიტუაციაში, პარლამენტის საბოტაჟის წინააღმდეგ სათანადო საკანონმდებლო მექანიზმის,თუნდაც მხოლოდ ad hoc მაინც, აუცილებლად შექმნას მოითხოვს, შემდეგია:

1) საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, რომ პარლამენტი შედგება 150 წევრისგან. პარლამენტის სიითი შემადგენლობა, ცხადია, დასაშვებია ნაკლებიც იყოს, თუმცა კონსტიტუცია არ მიიჩნევს, რომ პარლამენტის სიითი შემადგენლობის შემცირება მისი უფლებამოსილებების ვადამდე შეწყვეტისა და მაშასადამე, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველია;  რიცხოვნობის კრიტიკულ ზღვარს, რომლის დარღვევაც არ შეიძლება, კონსტიტუცია მხოლოდ ახლადარჩეული პარლამენტის შეკრებისა და  მის მიერ კონსტიტუციური უფლებამოსილებების სრულად შესაძენად აწესებს.კონსტიტუციის 38-ე მუხლით: „პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.“

მეორეს მხრივ: კონსტიტუციითა და რეგლამენტით პარლამენტის სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ქვორუმები დგინდება, რითაცპარლამენტის ქმედუნარიანობა მის რიცხოვნობაზე არსებითად არის დამოკიდებული; სხვადასხვა გადაწყვეტილებათა მიღებისთვის  საჭირო სხვადასხვა ქვორუმების გათვალისწინებით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ პარლამეტი სრულად ქმედუნარიანია და მას კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება, თუკი მისი სიითი შემადგენლობა არანაკლებ სრული შემადგენლობის სამი მეოთხედია (ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღებისთვის საჭირო მაქსიმალური ქვორუმი), ხოლო „მინიმალური“ ქმედუნარიანობა კი პარლამენტს აქვს, თუკი თუნდაც დადგენილების ან კანონის მიღება (ნორმატიული გადაწყვეტილების მისაღები ყველაზე დაბალი ქვორუმი - სხდომაზე დამსწრეთა უმრავლსეობაა, მაგრამ იგი არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის მესამედზე ნაკლები)მაინც ძალუძს, ე.ი. სიითი შემადგენლობა არანაკლებ სრული შემადგენლობის მესამედი მაინც არის;

2) რადგან პარლამენტის ქმედუნარიანობა მის რიცხოვნობასთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია, ხოლო კონსტიტუცია არ იცნობს რიცხოვნობის კრიტიკულად შემცირების, რაც ავტომატურად  ქმედუნარიანობის რაიმე დასაშვებ ზღვარს ქვემოთ შეზღუდვას გამოიწვევდა,  საფუძვლით პარლამენტის დაშლის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევას, ლოგიკური იქნებამხოლოდ ასეთი დასკვნა:  კონსტიტუცია არ უშვებს ისეთ ანომალურ მდგომარეობას, როცა პარლამენტის სიითი შემადგენლობის შევსება შეუძლებელია და ეს საფრთხეს პარლამენტის ქმედუნარიანობას უქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ნონსენსს: შესაძლებელი იქნება პარლამენტის ისე შემცირებაც კი, როცა მას „მინიმალური“ ქმედუნარიანობაც კი აღარ აქვს, ანუ - პრაქტიკულად ქმედუუნაროა.აშკარაა: კონსტიტუცია გვკარნახობს, რომ პარლამენტის შევსების შესაძლებლობა  უნდა არსებობდეს და არ შეიძლება, რომელიმე კანონითასეთი შესაძლებლობა ისეთნაირადამოიწუროს, რომ პარლამენტის ქმედუნარიანობა ეჭვს ქვეშ დადგეს.

3)პარლამენტის შევსების წესს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, ეს ორგანული კანონით- „საარჩევნო კოდექსით“ წესრიგდება. შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ასეთი მექანიზმია პარლამენტის მაჟორიტარული   წესით არჩეული გამოკლებული წევრებისთვის - შუალედური მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო პროპორციული წესით არჩეული გამოკლებული წევრებისთვის - პარტიული სიიდან ადგილმონაცვლეობის წესი;ამასთან, საარჩევნო კოდექსი იცნობს ისეთ საგამონაკლისო შემთხვევასაც, როცა ადგილმონაცვლეობა შეუძლებელია და ამ დროს მანდატი უქმდება (იხ. „საარჩევნო კოდექსის“ 130-ე მუხლის 1-ელი პუნქტი). ასეთ საგამონაკლისო შემთხვევათა რაოდენობა საარცევნო კოდექსით ზღვარდადებული არ არის, რის გამოც პრობლემა იქმნება: პასუხგაუცემელია კითხვა - მაინც რამდენი მანდატი შეიძლება რომ გაუქმდეს? ჩვეულ პრაქტიკაში ეს კითხვა იმდენად აქტუალური არც არის, რადგან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა ადგილმონაცვლეობა ვერ განხორციელდა, მანდატი გაუქდა და არც ამ მიზეზით პარლამენტის ქმედუნარიანობას საფრთხე არ შექმნია; მაგრამ უჩვეულო ვითარება ერთხელ უკვე გვქონდა 2008 წელს, თუმცა არც მაშინ პარლამენტის შემადგენლობა 1/3-ით არ შემცირებულა; ხოლო განსაკუთრებით ანომალური და უჩვეულო ვითარება შეიქმნა ამჟამად, როცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარლამენტის ქმედუნარიანობა მანდატების გაუქმების გამო არსებითად შეიზღუდება. ამან გააშიშვლა კოლიზია კონსტიტუციასა და ორგანულ კანონს შორის, რადგან აღმოჩნდა: თურმე ორგანული კანონი, რომელიც ზღვარს არ უდებს მანდატების გაუქმების საგამონაკლისო შემთხვევატა ოდენობას, უშვებს პარლამენტის შევსების შეუძლებლობას იმ დოზით, რაც არსებითად ზღუდავს მის ქმედუნარიანობას, მაშინ, როცა კონსტიტუცია ასეთ შემთხვევას არ იცნობს. ცხადია, პრობლემა რომ გადაწყდეს ან კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, ანდა ორგანული კანონი.

4)მაშასადამე, თუ არ გვსურს კონსტიტუცია შევცვალოთ (რაც არსებულ ვითარებაში პრაქტიკულად შეუძლებელიც არის) და დავაწესოთ პარლამენტის სიითი შემადგენლობის კრიტიკული ზღვარი, რის ქვემოთაც პარლამენტს სიითი შემადგენლობის შემცირების საფუძვლით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, აუცილებელია საბოტაჟის შესაკავებლად და პარლამენტის შეზღუდული ქმედუნარიანობის სრულად აღსადგენად საარჩევნო კოდექსით შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმის, რაც გაუქმებული მანდატების ხელახალ გადანაწილებას მოახდენს, შემოღება.   წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც პარლამენტის ქმედუნარიანობის შეზღუდვასა და ვერც შემდგომ პოლიტიკურ ესკალაციას თავიდან ვერ ავიცილებთ.

III.კანონპროექტის ძირითადი არსი 

კანონპროექტის ძირითადი არსიაპარლამენტის წევრების მანდატების გაუქმების გამო, თუკი პარლამენტის სიითი შემადგენლობა არანაკლებ 1/4-ით  შემცირდა, პარლამენტის ქმედუნარიანობის არსებითი შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, მისი სრულ შემადგენლობამდე შესავსებად  დამატებითი კენჭისყრის მექანიზმის შემოღება. ამასთან, ვინაიდან მანდატების განაწილების წესი კონსტიტუციითა დადგენილიდა იგი ვერ შეიცვლება, დამატებითმა კენჭისყრამ უნდა შექმნას შესაძლებლობა, მანდატების განაწილების იგივე წესით აღმოიფხვრას ის ანომალური ვითარება, როცა 51 მანდატი შეიძლება გაუქმდეს და ამით, თავად მანდატების განაწილებაც პრაქტიკულად ამომრჩევლის ნებისგან დამოუკიდებლად არსებითად შეიცვალოს.

ხაზგასასმელია, რომ დამატებითი კენჭისყრა არ ცვლის მანდატების განაწილების კონსტიტუციით დადგენილ წესს. არამედ, იძლევა შესაძლებლობას, რათა ამომრჩეველმა შექმნილი ვითარების გამო დამატებით გამოხატოს ნება, დააკორექტიროს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და ამ შესწორებული შედეგებით ხელახლა, იგივე წესით რაც კონსტიტუციით დადგენილია, გადანაწილდეს მანდატები.  ამისათვის:

ა) დამატებით კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს არც „ოცნება“, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით უკვე მოიპოვა კონსტიტუციით დადგენილი ზღვრული ოდენობის მანდატები;

ბ) დამატებით კენჭისყრაში ვერც ის სუბიექტები, რომლებმაც გააუქმეს თავიანთი პარტიული სიები და მაშასადამე აღარც კანდიდატები ჰყავთ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას;

გ) მანდატები იგივე წესით განაწილდება, ოღონდ დამატებითი კენჭისყრის შედეგებით შეიცვლება საარჩევნო სუბიექტების მიერ 31 ოქტომბერს მიღებულ ხმათა რაოდენობა; 120 მანდატი გადანაწილდება როგორც 31 ოქტომბრის, ასევე დამატებითი კენჭისყრის  შედეგების შესაბამისად, რისთვისაც: განულდება „მესაბოტაჟე“ პარტიათა მიერ 31 ოქტომბერს მიღებული ხმების რაოდენობა, „ოცნებას“ იგივე რაოდენობის ხმები ექნება, რაც 31 ოქტომბერს, ხოლო სხვა სუბიექტების ხმები იანგარიშება დამატებით კენჭისყრაში ნაჩვენები პროპორციული შედეგის შესაბამისად, 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან გამომდინარე.

დ) ეს საკანონმდებლო ცვლილება, როგორც მხოლოდ ამ უჩვეულომდგომარეობიდან ad hoc გამოსავალი, ამოქმედდებამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი უფლებამოსილებებს შეუწყვეტს „მესაბოტაჟე“ პარტიების წარმომადგენლებს მათივე პირადი განცხადებების საფუძველზე. ცხადია, თუკი ეს პარტიები პოზიციას შეცვლინ და წესისამებრ დაბრუნდებიან პარლამენტში, ეს კანონპროექტი, მისი მიღების შემთხვევაშიც - არავითარ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს და მას მხოლოდ საბოტაჟის შესაწყვეტად მიმართული სამართლებრივი ზომის დანიშნულება ექნება.

დამატებითი კენჭისყრა არ წარმოადგენს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ნაცვლად პარლამენტის შესავსებად გამართული შუალედური არჩევნების ანალოგს, რადგან დამატებით კენჭისყრაში კანდიდატების თავიდან წარდგენა არ ხდება, არამედ მასში მონაწილეობენ უკვე რეგისტრირებული სიებით მხოლოდ იგივე სუბიექტები, გარდა იმ პარტიებისა (ბლოკებისა) ვინც კანდიდატთა წარდგენა გააუქმა და აგრეთვე იმ პარტიისა,რომელმაც  ე.წ. ზედა ჩამკეტის, რაც  კონსტიტუციითა და კანონით დაწესდა, პრინციპის გამო უკვე მოიპოვა მანდატების ზღვრული რაოდენობა. სწორედ ამ მიზეზითაც, რომ შუალედური არჩევნებისგან განგვესხვავებინა, შემოთავაზებულ მექანიზმს „დამატებითი კენჭისყრა“ ეწოდა.

ცხადია, ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც მაგ. ხელახალი ან განმეორებითი კენჭისყრის, ანდა შუალედური არჩევნების დროს, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესები უცვლელია - საარჩევნო კამპანიის გაგრძელება, საარჩევნო დავების წარმოება, ამ დროს იგივე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საფუძველი, შედეგების შეჯამება და ა.შ. იდენტურია და ხდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესებით.

IV. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში:

- შესაძლებელი გახდება პარლამენტის შევსება და ამომრჩევლებს მიეცემათ შესაძლებლობა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში საკუთარი წარმომადგენლების, რომლებიც თავს არ აარიდებენ საკუთარ უფლება-მოვალეობათა შესრულებას, წარგზავნისა;

- სამართლებრივად უპერსპექტივო გახდება პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელება, მოხდება მისი მძიმე შედეგების პრევენცია;

- სამართლებრივად აღიკვეთება შესაძლებლობა, როცა პარლამენტის საბოტაჟით შესაძლებელი ხდება მისი ქმედუნარიანობის არსებითი შეზღუდვა და დაზიანება;

- გადაიდგმება ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის მავნე შედეგების გასანეიტრალებლად, გზა გაეხსენა პოლიტიკური ურთიერთობების იმგვარად გადატვირთვას, რაც რადიკალიზმისა ნაცვლად წაახალისებს პარტიათა პატიოსან კონკურენციას, მათ პარტნიორობასა და თანამშრომლობას ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, შემოუერთდით ამ ინიციატივას, რათა ბოლო მოუღოთ არსებულ ანომალურ მდგომარეობას, გზა გადაუკეტოთ  პოლიტიკურ ექტრემიზმს, სამართლით გავცეთ პასუხი პარლამენტის საბოტაჟს, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რაც გარდაუვალია, თუკი ვითარების ექსკალაცია დროულად არ შეჩერდება!

პოლიტვეტერანების სახელით,

დავით ზარდიაშვილი

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge