დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

პანდემია დასრულდება გასაოცარი ვაქცინების წყალობით - ბილ გეითსი 15.02.2021 11:56

კომპანია Microsoft-ის დამაარსებლის, ბილ გეითსის განცხადებით, კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება „ყველაზე გასაოცარი რამ იქნება“, რაც კი კაცობრიობას დღემდე გაუკეთებია.

 

„პანდემია დასრულება გასაოცარი ვაქცინების წყალობით, ეს ძალიან, ძალიან ადვილია კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრასთან შედარებით,“ - აღნიშნა ბილ გეითსმა.

 

მისი თქმით, აუცილებელია, კლიმატთან დაკავშირებით ორი რიცხვის ცოდნა - 51 მილიარდის და ნულის.

 

„51 მილიარდი არის ის, თუ რამდენი ტონა სათბური გაზები ემატება ატმოსფეროს მსოფლიოში ყოველწლიურად, ნული არის ის - თუ სანამდე უნდა მივიდეთ,“ - აღნიშნა ბილ გეითსმა.

 

მისი თქმით, პრობლემის მოგვარების კუთხით მთავრობების მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

„მომხმარებლების უმეტესობა არ იხდის არაფერს გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, რაც გამოწვეულია მათი ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავისგან ან ოჯახებში მოხმარებული ელექტროენერგიისგან გამოწვეული დაბინძურებით,“ - აღნიშნა გეითსმა.

 

მისი თქმით, მთავრობებმა კერძო სექტორს უნდა განუცხადონ, რომ საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება.

 

„ეს მოითხოვს დიდ ინვესტიციებს მთავრობების მხრიდან კვლევისა და განვითარების მიმართულებით, ასევე ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ბაზრის ზრდის ხელშეწყობას, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს,“ - განაცხადა ბილ გეითსმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ